მომავალი პრეზიდენტი არ უნდა დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს, არც ფეხქვეშ გაეგოს მას

 

gh„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის შეფასებით, მომავალი პრეზიდენტის ამოცანა უნდა იყოს: არ დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს, არც ფეხქვეშ გაეგოს მას და შეძლოს პრემიერის უზარმაზარი პოტენციალის მოქმედებაში სრულად მოყვანა. შაშიაშვილის  აზრით, ამის გაკეთება არ შეუძლია ივანიშვილის  მიერ რეკომენდირებულ  გიორგი მარგველაშვილს, რომელიც საკუთარ თავს „პლასტელინის ადამიანს“ უწოდებს და სავარაუდოდ პრემიერის მორჩილი იქნება.

„მე, ისე როგორც ბევრს, მინდა, რომ გადარჩეს საქართველო და ბიძინა ივანიშვილიც და ეს მხოლოდ კოალიციის გარეთ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი.  ბატონი ბიძინას ძალაც და საქვეყნო  პოტენციალიც სწორედ ამ პირობებში  გამოჩნდება. ასეთ ფონზე ულტიმატუმის ენით საუბარი: თუ ჩემს კანდიდატს არ აირჩევთ, დავიხურავ ქუდს და წავალო –  არა მგონია, რომ სწორია, არა მგონია, რომ ქართულია, უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელიც კია ქვეყნისათვის. მინდა ვიფიქრო, რომ ის ამას გულით არ ამბობს, და თუ გულით ამბობს (რაც  ძალიან არ მინდა), ასეთი კაცი მართლა არ შეიძლება იყოს საქართველოს პრემიერი. „ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

პრეს-ცენტრი

04.09.2013

დაეგზავნა სააგენტოებს

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *