(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – ივანიშვილი კუჭის პოლიტიკოსი აღმოჩნდა

პარტია ,,თეთრების’’ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, გაზეთ ,,ვერსიასთან’’ საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილი კუჭის პოლიტიკოსია და მან ამ წერილით საკუთარ პერსონას დიდი დარტყმა მიაყენა.,,ჯერჯერობით, მეც და მოსახლეობაც, ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პატივს ვცემთ, ვიდრე ის საკუთარ თავს. ამ არეულ-დარეული ღია წერილით, ივანიშვილმა საკუთარ პერსონას დიდი დარტყმა მიაყენა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მას საზოგადოება გაუნათლებელი ჰგონია და ფიქრობს, რასაც იტყვის, ყველაფერი უსიტყვოდ უნდა მივიღოთ. მგონია, საზოგადოებას რაღაც ჯგუფი ათამაშებს, რომელსაც ,,გრავიტაციულ მუდმივას’‘ შევადარებდი. იცვლებიან ხელისუფალნი, მაგრამ არ იცვლებიან მოტაშენი, მაქებარნი, ქამელეონები და მოღალატეები.ამ შედარების უკან იმ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, ვინც უღალატა გამსახურდიას, დარჩა შევარდნაძესთან, ვინც უღალატა შევარდნაძეს, დარჩა სააკაშვილთან, ხოლო ვინც სააკაშვილს უღალატა, ივანიშვილთან გადაინაცვლა. დღეს ეს ხალხი ბიძინას ირგვლივ ტრიალებს, ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური რეფორმა და ქვეყანაში პოლიტიკოსად აღიარების სისტემა უნდა შემოვიტანოთ. საქართველოში კუჭის პოლიტიკოსები მეფობენ და ბიძინა ივანიშვილიც კუჭის პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მან თავისი ფულით ხალხის გაჭირვებაზე ითამაშა, დაპირებებით გააძღო და ახლა წასვლას აპირებს’’ – განაცხადა შაშიაშვილმა.
Facebook Comments



