(medianews.ge) პრემიერის განცხადება ვადამდელ არჩევნებთან მიმართებაში არის შეურაცხმყოფელი -თემურ შაშიაშვილი

 

ghnთემურ შაშიაშვილი როგორც შეურაცხმყოფელს ისე აფასებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„როგორც შეურაცხყოფას, ისე აღვიქვამ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოთქმას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისი გამოსვლიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენ „ნაციონალების“ საქართველოდან გაძევებას ვითხოვთ. აბსოლუტურად უადგილოა მისი გამოთქმები: „რა ვქნათ, ჩვენი ძმები არიან, საქართველოდან ხომ არ გავაძევებთ და უნდა აღვზარდოთო“. ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას და კონსტიტუციური ფარგლები არის ის, როცა პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის პოლიტიკურ განწყობას – ტარდება ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები. ეს არის ევროპა, ეს არის დემოკრატიული სამყაროს ცხოვრების ოქროს წესი. „ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *