(ალია) ივანიშვილს კულუარული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

 

19 ivlisiბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ თუ გიორგი მარგველაშვილს არ ავირჩევთ პრეზიდენტად, პოლიტიკიდან უფრო მალე წავა და ნაწყენიც დარჩება, „სახალხო კრებაში: შეშფოთება გამოიწვია.. პრინციპში, ასევე უნდა ყოფილოყო – გამოდის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა პრეზიდენტთან ერთად, ნინო ბურჯანაძესთან, ნიკოლოზ გორგიჯანიძესთან, ან მიხეილ (გელა) სალუაშვილთან, შალვა ნათელაშვილთან, კობა დავითაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ნუ, ახლა 40 კანდიდატის ამბავს გადავიტანთ როგორმე , მაგრამ რა ვუყოთ ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვს? არადა, როგორც „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ამბობს,რაღაც სახის მოლაპარაკება ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის ჯერ კიდევ 2011 წლის 26 მაისამდე ყოფილა:

თემურ შაშიაშვილი:

“ნინო ბურჯანაძე შეშფოთებულია, ის ამბობს, რა საუბარიც ჩვენ გვქონდა, არ სრულდებაო. ჩვენ შეხვედრისას გვქონდა, არ სრულდებაო. ქალბატონ ნინოს 26 მაისამდე ჰქონდა ივანიშვილთნ კონტაქტი, მან ადრევე უთხრა, თუ კენჭს იყრი, არავითარი პრობლემა არ იქნებაო. მე ეს ნინო ბურჯანაძისაგან არ ვიცი, ზუსტად იმ ხალხისგან ვიცი, ვინც ივანიშვილის ირგვლივ ტრიალებს. ეს ადამიანები მარწმუნებენ, ყველაფერი ნორმალურად წავა, აი, ნახეთო… მოგვიანებით ბატონმა ბიძინამ ყველაფერს იგნორირება გაუკეთა. სიკეთის მეტი რა გაუკეთა „სახალხო კრებამ“ ივანიშვილს? ჩვენ ხომ გავჩერდით? ბურჯანაძეს რომ კენჭი ეყარა  საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიით, სერიოზულ ხმებს მოაგროვებდა, მაგრამ ყველაფერი დავთმეთ. ამ დროს ვინ ამოაგდეს პირველ რიგში დაფინანსებიდან? ვისაც ივანიშვილი გვეუბნებოდა, კანდიდატურები მოხსენით, საშუალება მომაცით, საქმე ბოლომდე მივიყვანოო, ისე დაგვტოვა, და ვინც არ მოუსმინა, ისინი დააფინანსა. ჩვენ მაშინ ბიძინა ივანიშვილს კი არა ქართულ განწყობას დავუჭირეთ მხარი და ყველაზე დაჩაგრულები აღმოვჩნდით. ახლა იძახის, თუ ჩემს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერთ, ქუდს დავიხურავ და წავალო… მე მცხვენია, ბატონი ბიძინა ისეთ კაცს უჭერს მხარს, რომელიც ამბობს, მე პლასტელინი ვარო!“

სახალხო კრების“ რისხვა გადამწყვეტ ფაზაში შედის… ახლა უკვე აღარ მიკვირს, რატომ ვრცელდებოდა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილი მხარს ნინო ბურჯანაძეს უჭერს, მარგველაშვილის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ იცის, წააგებსო. ახლა კი ირკვევა, რომ რარაც მოლაპარაკება არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა გზიდან გადაუხვია. მე პირადად არასდროს მჯეროდა, რომ ოდესმე ივანიშვილი ბურჯანაძეს უჭერდა მხარს. თუ ვინმე ქალბატონ ნინოს არწმუნებდა, ბიძინა თქვენს მიმართ  კეთილგანწყობილიაო, ეს  ან აფერისტულად გააკეთა, ან კიდევ გულუბრყვილობის გამო. მე მაინც პირველი მგონია. ბირჯანაძე უბრალოდ. გააჩერეს, ხელი არ შეგვიშალო და სამაგიეროდ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენგან პრობლემა არ გექნებაო.

არადა ივანიშვილს ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ბურჯანაძესთან არ ითანამშრომლებდა.  ამის შესახებ პირადად ჩემთან შეხვედრისას თქვა, როცა მე ამის თაობაზე „ალიაში“ დავწერე. ერთი ამბავი ატყდა, რატომ დაინტერესდა ივანიშვილი ბადრი ბიწაძის გაშვებით, ვინ ეკითხება, როგორ და რანაირად გააპარეს 26 მაისის შემდეგ საზღვარზეო? როდესაც ბატონი ბიძინა ამტკიცებდა,ბურჯანაძე სააკაშვილთან არის შეკრულია, მე ვკითხე, ამას როგორ ამტკიცებ – მეთქი? პასუხი ასეთი იყო: „ვინ გაუშვა ბადრი ბიწაძე საზღვარზე. შენ?“

ამის შემდეგ ქალბატონი ნინო და ბატონი ბიძინა ერთმანეთს შეხვდნენ და თითქოს მათ შორის ურთიერთობაც დათბა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოჩვენებითი იყო. გაიხსენეთ, მანამდე ბურჯანაძე ამტკიცებდა, ივანიშვილთან საქმე არასოდეს მქონია, საერთოდ არ დავლაპარაკებივარო, ახლა კი ირკვევა, რომ დალაპარაკებიან და რაღაც შეთანხმებაც ყოფილა.

თუმცა, როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა მას მერე აიჭრა, როცა ბურჯანაძემ საქართველო დატოვა და ვენის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. არ დაგიმალავთ, როცა მე ივანიშვილს შევხვდი, ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი ბურჯანაძს მიმართ. და იმ დღეებში არც ბურჯანაძე აკლებდა. ახლა ყველაფრის დაწერის უფლება რომ მქონდეს, ჩემი სტატია გაცილებით სკანდალური იქნებოდა, მაგრამ არ გამოდის, ეს ზუსტად ის მომენტია,. როცა ორ მხარეს შორის შუღლის ჩამოგდებაში დამადანაშაულებენ.

პრინციპში „სახალხო კრებასა“ და ბურჯანაძის პარტიას სხვაგზა არ აქვთ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე შტევაზე უნდა გადავიდნენ.

თემურ შაშიაშვილი: 

„ჩვენ ვიცნობდით სხვა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე, რომელიც სულ სხვას brifinლაპარაკობდა, საინტერესო გამოსვლები ჰქონდა ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე, ახლა კი ვხედავთ თვითკმაყოფილ პრემიერ-მინისტრს, მან უკვე თვითკრიტიკის ნიშანწყალიც აღარ აქვს. კაცი ყველაფერზე ამბობს, შეუძლებელი შევძელით, მაქსიმუმი გავაკეთეთო… საერთოდ  ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძალიან მანკიერი ტრადიცია დამკვიდრდა. ხელისუფლების გაკეთებულზე ხალხი უნდა ლაპარაკობდეს და არა თვითონ ხელისუფლება,. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. მე ადამიანურად მწყდება გული იმაზე, რასაც ბატონი ბიძინა აკეთებს, როგორც ჩანს სწორ  გადაწყვეტილებას იღებს წასვლის თაობაზე. … მეწყინება, თუკი ჩემს კანდიდატს არ აირჩევთო,  რა , ულტიმატუმია ეს? თუ ამას გულით ამბობს, ასეთი პრემიერი რად უნდა ქვეყანას?  მე მგონი, ის დრო მოვიდა, „ნაცმოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ უნდა წავიდეს. სააკაშვილს მოაზროვნე ხალხი სძულდა, ამას ბიძინა ივანიშვილზე ვერ ვიტყვი,მაგრამ ამ ხალხის გამოყენება მაინც ვერ შეძლო, მხოლოდ თავისი გარემოცვის გარშემო ტრიალებს. ივანიშვილს დღეს სჭირდება ის ადამიანები, რომლებიც თავქუდმოგლეჯილები არ გარბიან მისკენ, მას არ სჭირდება მოღალატეები, მლიქვნელები. ერთ მაგალითს გეტყვით – რა, ბატონმა ბიძინამ არ იცის, რომ მარგველაშვილის გვერდით არის შოტა უტიაშვილის ყოფული მოადგილე, ლევან ქებურია? ჩვენ ხომ ვიცით, ვინ იყო უტიაშვილი? მაგის მოადგილედ მოვიდა ჯერ განათლების სამინისტროში, ადმინისტრაციის უფროსი იყო, მარგველაშვილლმა დატოვა და ახლა, მისი ერთ-ერთი უახლოესი ფიგურაა. შეიძლება ხალხის ხარჯზე შენი ცხოვრება მოიწყო? მოსახლეობამ ნდობა ივანიშვილს გამოუცხადა, მაგრამ უტიაშვილებმა მოიწყვეს ცხოვრება. დიახ, ასეთი ადამიანები შეინარჩუნეს…

როდესაც დამიბარეს პროკურატურაში, 26 მაისთან დაკავშირებითმ ისეთი ჩვენება მივეცი, ბევრი დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დიდი მადლობა, დაზარალებულად რომ მცნეს, მაგრამ იმ ღამეს ისეთი რამე გადავიტანე, მინდა დავივიწყო, მაგრამ ვერ ვივიწყებ. ახლა ერთ რაღაცას გეტყვით: დავუსახელე პიროვნება – შალამბერიძე, რომელიც პროკურატურაში მუშაობდა. ეს ადამიანი შედარებით ჰუმანური აღმოჩნდა, როდესაც მე „სახალხო კრების“ ოფისში იატაკზე ვიწექი,ეს კაცი შეწუხდა, მაგრამ მან ხომ ძალიან კარგად იცის, ვინ რას აკეთებდა?… როდესაც კინოთეატრ „რუსთაველში“ მიგვიყვანეს, მაშინ ერთ-ერთ პოლიციის უფროსს ვუთხარი, – ხალხს თავი დაანებეთ, მე ვარ პასუხისმგებელი-მეთქი, მიპასუხა, ნუ ნერვიულობთ, ბატონო თემურ, ყველაფერი კარგად იქნებაო, ვიღაცას დაუძახა და ქვემოთ ჩააცილეო, ამოვიდა ერთი მკვლელი და იყვირა – აწორედ ამას ვეძებო!.. ამის შემდეგ “დუბინკა“ გადამიჭირა თავში. იგივე იმ პოლიციის უფროსს ვეკითხები, არ იცის, ვინ იყო ის ნაძირალა?! ახლა ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, როგორ უნდა ვიყო დამშვიდებული როცა ე ს მკვლელები გვერდით დაიყენეთ და დააწინაურეთ კიდეც,. დავუშვათ, თემურ შაშიაშვილი გძულთ, ნინო ბურჯანაძე გძულთ, „სახალხო კრება“ გძულთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, როგორ შეიძლება ვინც ჩვენ ამდენი  ტანჯვა მოგვაყენა, იმ ადამიანებს აწინაურებდე? ეს არის პრემიერ-მინისტრობა? ლაპარაკობს, რომ ყვეაფერი გააკეთა, ამასობაში გაჭირვებაში მყოფი ხალხი გმინავს.

ერთ ოჯახს შვილი გარდაეცვალა. სოციალური დახმარება ჰქონდათ, მოვიდნენ და უთხრეს – სარჩენი მოგაკლდათ, დახმარებას ვეღარ მოგცემთო. ეს უნდა ხდებოდეს საქართველოში? ერთ-ერთ რვასულიან ოჯახს ვიღაცამ ძროხა აჩუქა, ამ ოჯახსაც მოუხსნეს დახმარება, უკვე ძროხა გყავთო.

მე მახსენდება შევარდნაძე, რომელსაც სააკაშვილი დაჰყავდა და იძახდა, ეს მომავალი პრეზიდენტიაო!.. სხვათა შორის, ის კადრებიც მახსოვს, ბიძინა ივანიშვილი რომ აქებდა მარგველაშვილს , ეს უკანასკნელი ყველაზე მაგრად უკრავდა საკუთარ თავს  ტაშს. ეს საოცრებაა, ივანიშვილს სიმართლის მთქმელი აშკარად არ ჰყავს. ვინც კი რომელიმე პარტიას უღალატა, ყველა მასთან მივიდა. აი, ამ ხალხს ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი!“

მოკლედ, სიტუაცია ასეთია: ჩვენი რესპოდენტი ამვბობს, რომ ივანიშვილმა ბურჯანაძისთვის მიცემული პირობა დაარღვია. თავად ამ საკითხზე ბურჯანაძეს კრინტიც კი არ დასცდენია. ამ ეტაპზე კი მისი ოცნებაა, თუკი პრეზიდენტი  ნინო ბურჯანაძე იქნება, პრემიერი კი ბიძინა ივანიშვილი. ვნახოთ, არჩევნების მოახლოებასთან  ერთად, სიტუაციაც დაიძაბება და ალბათ სიმართლეც წამოცდებათ…

გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *