(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს

 

9970shashiashvili1პარტია „თეთრების“ ლიდერი და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი თემურ შაშიაშვილი მიჩნევს, რომ „სახალხო კრების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის არჩევის შემთხვევაში მისი და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თანამშრომლობა საქართველოსთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.
„არა მგონია, ხელისუფლებისთვის იმაზე უკეთესი ტანდემი არსებობდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძე იქნება. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს, ხოლო მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილი დამარცხდება და ამას ის აუცილებლად დაინახავს და იგრძნობს გაზაფხულზე“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში
შაშიაშვილის ინფორმაციითვე, მარგველაშვილს ამერიკის გარკვეული პოლიტიკური წრეები ლობირებენ.
„ამერიკელებმა ყველაზე დიდი ფული მარგველაშვილზე დახარჯეს, სააკაშვილის პატრონებს, ამ სექტას, არ სურს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული განწყობის ხალხი მოვიდეს. ამის მთავარი მიზეზია მათი იდეოლოგის – ჯორჯ სოროსის განცხადება: „სამოქალაქო საზოგადოება და ნაციონალური განწყობა ერთმანეთთან კონფლიქტში არიან“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
შაშიაშვილის განცხადებითვე, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია, შოთა უტიაშვილის მოადგილეს, ლევან ქებურიას, მიჰყავს!.
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *