(Taimer.ge) კოჰაბიტაცია, ანუ მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია უტიაშვილის მოადგილეს მიჰყავს!

 

images (12)“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის არჩევის შემთხვევაში, მისი და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თანამშრომლობა, საქართველოსთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება. ამის შესახებ,  პარტია “თეთრების” ლიდერი, “სახალხო კრების” აღმასრულებელი  საბჭოს წევრი, თემურ შაშიაშვილი “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, არ არსებობს ხელისუფლებისათვის იმაზე უკეთესი ტანდემი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი – ნინო ბურჯანაძე.

” ჩვენ,  ქალბატონ ნინოს რამდენიმე რამის გამო ვუჭერთ მხარს – ის არ უნდა დაუპირისპირდეს და არც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, ის ფეხქვეშ არ გაეგება ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ქალბატონმა ნინომ ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი სრულად უნდა მოიყვანოს მოქმედებაში!.. ვაცხადებ კატეგორიულად  – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს, ხოლო მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილი დამარცხდება და ამას ის აუცილებლად დაინახავს და იგრძნობს გაზაფხულზე!” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

შაშიაშვილის ინფორმაციით, მარგველაშვილს ამერიკის გარკვეული პოლიტიკური  წრეები ლობირებენ.

“ამერიკელებმა ყველაზე დიდი ფული მარგველაშვილზე დახარჯეს,  სააკაშვილის პატრონებს –  ამ სექტას,  არ სურს ხელისუფლებაში მოვიდეს ნაციონალური განწყობის ხალხი,  ამის მთავრი მიზეზი მათი მთავარი იდეოლოგის – ჯორჯ სოროსის განცხადებაა:  “სამოქალაქო საზოგადოება და ნაციონალური განწყობა ერთმანეთთან კონფლიქტში არიან!.” – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

შაშიაშვილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის , მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის მოადგილეს,  ლევან ქებურიას მიჰყავს!.

ცნობისთვის, ლევან ქებურია, შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში, აქტიურად უწევდა ზედამხედველობას ოპოზიციის მიტინგებს.  2012 წლის ივლისიდან ის ყოფილი პოლიციის აკადემიის რექტორის, შემდგომში კი განათლების მინისტრის, ხატია დეკანოიძის გუნდში იყო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

“ამას თუ ეძახიან ესენი კოჰაბიტაციას, ჩვენს ხარჯზე ამას ნუ გააკეთებენ!” – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *