(ivote.ge) თემურ შაშიაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს“

 

19 ivlisi„თეთრების“ ლიდერს, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თემურ შაშიაშვილს მიჩნია, რომ სახალხო კრების საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის არჩევის შემთხვევაში მისი და პრემიერ მინისტრ ივანიშვილის თანამშრომლობა საქართველოსთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.
„ არა მგონია, ხელისუფლებისათვის იმაზე უკეთესი ტანდემი არსებობდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი-ნინო ბურჯანაძე… ჩვენ ქალბატონ ნინოს რამდენიმე რამის გამო ვუჭერთ მხარს, – ის არ უნდა დაუპირისპირდეს და არც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, ის ფეხქვეშ არ გაეგება ბიძინა ივანიშვილს და მესამე, – ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ქალბატონმა ნინომ ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი სრულად უნდა მოიყვანოს მოქმედებაში!.. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი. ვაცხადებ კატეგორიულად, – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს, ხოლო მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილი დამარცხდება და ამას ის აუცილებლად დაინახავს და იგრძნობს გაზაფხულზე!.. „ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში
შაშიაშვილის ინფორმაციით მარგველაშვილს ამერიკის გარკვეული პოლიტიკური წრეები ლობირებენ „ამერიკელებმა ყველაზე დიდი ფული მარგველაშვილზე დახარჯეს, სააკაშვილის პატრონებს, ამ სექტას, საქართველოში არ სურს ხელისუფლებაში მოვიდეს ნაციონალური განწყობის ხალხი, ამის მთავრი მიზეზია მათი მთავარი იდეოლოგის – ჯორჯ სოროსის განცხადება: `სამოქალაქო საზოგადოება და ნაციონალური განწყობა ერთმანეთისადმი კონფლიქტში არიან!.“
შაშიაშვილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის , მარგველაშვილის საარჩევნო კომპანია უტიაშვილის მოადგილეს, ლევან ქებურიას, მიჰყავს!.
„ამას თუ ეძახიან ესენი კოჰაბიტაციას, ჩვენს ხარჯზე ამას ნუ გააკეთებენ!” – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *