(ivote.ge) თემურ შაშიაშვილი: „ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინც დაიჩოქებს!..“

 

IMG_0792„ბიძინა ივანიშვილი რომ მიდის, სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან მოინდომეს ბიძინა ივანიშვილის დაჩოქება და ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინც დაიჩოქებს!.. „- ასეთ კომენტარს უკეთებს „თეთრების“ ლოდერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პრემიერობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით .„ახლახან პრესკონფერენციაზე … ივანიშვილმა გულწრფელად თქვა, _ დასაწყისში ძალიან ძნელი იყო ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობაო!.. ანუ ერთი კაციც რომ დაგვეჭირა კიდევ, ვილნიუსის სამიტი უკან დაგვრჩებოდაო!.. აი, ეს იყო მთავარი… იმდენად დიდია წნეხი და ზეწოლა.“, – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს. მისი თქმით ივანიშვილს არ სურს, რომ დააჩოქონ.

„პირადად ჩემს წარმოდგენაში, გორში წაქცეული და მუცელზე მფორთხავი სააკაშვილი და დასავლეთის მიერ დაჩოქებული ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივე იქნება!.. ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ აქეთკენ მიჰყავთ და მიდის!..“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *