(timer.ge)”მუცელზე მფორთხავი სააკაშვილი და დასავლეთის მიერ დაჩოქებული ივანიშვილი ერთი და იგივე იქნება”

 

“ბიძინა ივანიშვილი რომ მიდის, სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან მოინდომეს ბიძინა ივანიშვილის დაჩოქება და ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინც დაიჩოქებს!”- ასეთ კომენტარს აკეთებს “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილის  პრემიერობიდან წასვლის საკითხზე.

“ახლახან პრესკონფერენციაზე  ივანიშვილმა გულწრფელად თქვა, დასაწყისში ძალიან ძნელი იყო ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობაო!.. ანუ ერთი კაციც რომ დაგვეჭირა კიდევ, ვილნიუსის სამიტი უკან დაგვრჩებოდაო!.. აი, ეს იყო მთავარი… იმდენად დიდია წნეხი და ზეწოლა”,  – აცხადებს შაშიაშვილი.

მისი თქმით ივანიშვილს არ სურს,  რომ “დააჩოქონ”.

“პირადად ჩემს წარმოდგენაში, გორში წაქცეული  და მუცელზე მფორთხავი სააკაშვილი და დასავლეთის მიერ დაჩოქებული ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივე იქნება!.. ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ აქეთკენ მიჰყავთ და მიდის!..” – აცხადებს თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *