(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინც დაიჩოქებს!

 

sh

ბიძინა ივანიშვილი რომ მიდის, სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგანმოინდომეს ბიძინა ივანიშვილის დაჩოქება და ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინცდაიჩოქებს! „- ასეთ კომენტარს უკეთებს „თეთრების” ლოდერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პრემიერობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.
„ახლახან პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა გულწრფელად თქვა, _ დასაწყისშიძალიან ძნელი იყო ევროპელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობაო! ანუ ერთიკაციც რომ დაგვეჭირა კიდევ, ვილნიუსის სამიტი უკან დაგვრჩებოდაო! აი, ეს იყომთავარი, იმდენად დიდია წნეხი და ზეწოლა.”, – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს. მისი თქმით ივანიშვილს არ სურს, რომ დააჩოქონ.
„პირადად ჩემს წარმოდგენაში, გორში წაქცეული და მუცელზე მფორთხავი სააკაშვილი და დასავლეთის მიერ დაჩოქებული ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივე იქნება! ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ აქეთკენ მიჰყავთ და მიდის!” – აცხადებს თეთრების ლიდერი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *