კენედები ერთი ეკონომიკური მაჩვენებლის შესახებ.

ნაციონალები და ათასი ჯურის ლიბერალ-მედასავლეთეები ათწლეულის მანძილზე ამაყობდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპებით, რომლის უპირველეს მაჩვენებლად საერთო-ეროვნული პროდუქტის ზრდას ასახელებდნენ და ასახელებენ დღესაც.
თურმე, დასავლეთის პოლიტიკური აზროვნების მამებს, სულ სხვა, სრულიად საპირისპირო შეხედულება აქვთ…
არა გვგონია, კენედების დიდი ოჯახის პოლიტიკური ალღო და რენომე ვინმესთვის სადაო იყოს. აი, ამ საკითხთან დაკავშირებით მათი სიტყვების ზუსტი ციტირება:
„მთლიანი ეროვნული პროდუქტი ზომავს ყველაფერს, გარდა იმისა, რის გამოც ღირს სიცოცხლე“.
ასე ფიქრობენ იმ ქვეყანაში, სადაც მთლიანი ეროვნული პროდუქტის 80% რეალურ ეკონომიკაში იქმნება, საპირისპიროდ საქართველოსი, სადაც იგივე მაჩვენებლის 95 პროცენტზე მეტი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხებით ყალიბდება.



