(geonews.ge) თემურ შაშიაშვილი: პრობლემა არა საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშია

9970shashiashvili1„თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნის პრობლემა არა საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშია და არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის ამ პრობლემას ხალხში ხედავს.

“თავად პრემიერი პოლიტიკიდან აპირებს წასვლას და საზოგადოებრივ სექტროში გადასვლას, რათა იქიდან აკონტროლოს ქვეყანაში სიტუაცია. დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნა, რომელიც იქნება ქვეყნის წინსვლისა და სტაბილურობის გარანტი. რეალურად კი სიტუაცია ასეთია: 5% ცხოვრობს ფუფუნებაში, 90% – სიღარიბეში, საშუალო ფენა კი მოსახლეობის სულ 2-3%-ს წარმოადგენს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ნიჭის ძალაუფლების დამყარებაშია. ანუ ინტელექტუალი და ნიჭიერი ადამიანების გამოყენებაში. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანია და სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კოალიციისა და საკუთარი ბანკის გარეთ ვერ ხედავს ინტელექტუალებს და ნიჭიერ ადამიანებს“,- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია,რომ ქვეყანის განვითარების მთავარი მდგენელი ისიცაა, რომ ხელისუფლება გარედან არ უნდა იმართებოდეს.

„გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომ ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე. უნდა იმართებოდეს. შევარდნაძე 70-80%-ით იმართებოდა გარედან. სააკაშვილი 100%-ით გარე ზეგავლენას ემორჩილებოდა. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლებაც იგივე გზას ადგას. შეადარეთ ივანიშვილის ადრინდელი გამოსვლები დღევანდელს, როცა ის საუბრობდა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, სამართლიანობის დამყარებაზე და ა.შ. და ახლა კი მის გამოსვლებში აშკარაა, რომ ამერიკის ზეწოლას ვერ უძლებს. სწორი იქნებოდა პრემიერს ეთქვა დასავლეთისთვის, გვაცალეთ ქართველებს, რათა საკუთარ ქვეყანას თავად მივხედოთ“, – აცხადებს თეთრების ლოდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *