(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: “პრემიერი ამერიკის ზეწოლას ვერ უძლებს”

brifinთეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნის პრობლემა არა საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშია.

„ არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, როცა ის ამბობს, რომ პრობლემა არის ხალხში, საზოგადოებაში და არა ხელისუფლებაში. თავად პრემიერი პოლიტიკიდან აპირებს წასვლას და საზოგადოებრივ სექტროში გადასვლას, რათა იქიდან აკონტროლოს ქვეყანაში სიტუაცია. მე ვამბობ, რომ პრობლემა არის ხელისუფლებაში. დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნა, რომელიც იქნება ქვეყნის წინსვლისა და სტაბილურობის გარანტი. რეალურად კი სიტუაცია ასეთია: 5% ცხოვრობს ფუფუნებაში, 90% – სიღარიბეში ცხოვრობს, საშუალო ფენა კი მოსახლეობის სულ 2-3%-ს წარმოადგენს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ნიჭის ძალაუფლების დამყარებაშია, ანუ ინტელექტუალი და ნიჭიერი ადამიანების გამოყენებაში. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანია და სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კოალიციის და საკუთარი ბანკის გარეთ ვერ ხედავს ინტელექტუალებს და ნიჭიერ ადამიანებს“.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია,რომ ქვეყანის განვითარების მთავარი „მდგენელი“ ისიცაა, რომ ხელისუფლება გარედან არ უნდა იმართებოდეს.

„გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომ ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. შევარდნაძე 70-80%-ით იმართებოდა გარედან, სააკაშვილი 100%-ით გარე ზეგავლენას ემორჩილებოდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც იგივე გზას ადგას. შეადარეთ ივანიშვილის ადრინდელი გამოსვლები დღევანდელს, როცა ის საუბრობდა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, სამართლიანობის დამყარებაზე და ა.შ. ახლა კი მის გამოსვლებში აშკარაა, რომ ამერიკის ზეწოლას ვერ უძლებს. სწორი იქნებოდა პრემიერს ეთქვა დასავლეთისთვის, გვაცალეთ ქართველებს, რათა საკუთარ ქვეყანას თავად მივხედოთ.“-აცხადებს შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *