(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – გაყალბების გარეშე მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება

9970shashiashvili1პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გაუმართლებლად მიიჩნევს.

„არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდეს. დარწმუნებული ვარ, თუ ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს , ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ივანიშვილი პოლიტიკაში დარჩეს და მის უზარმაზარ პოტენციალს, ბოლომდე, საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენებს.

მისი კოალიციის კანდიდატის პრეზიდენტად გასვლა კი ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა იქნება. თუ ეს არჩევნები არ გაყალბდა, ბიძინა ივანიშვილიც გადარჩება და საქართველოც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში სიტუაცია აირევა და იძულებული ვიქნებით დავიწყოთ მოძრაობა „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მარგველაშვილი არჩევნების გაყალბების გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდება, ეს გამორიცხულია“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *