(geonews.ge) მარგველაშვილი არჩევნების გაყალბების გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდება – თემურ შაშიაშვილი

ghგიორგი მარგველაშვილი არჩევნების გაყალბების გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდება, გამორიცხულია, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. „ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა იქნება მისი კადრის პრეზიდენტად გასვლა. თუ ეს არჩევნები არ გაყალბდა, ბიძინა ივანიშვილიც გადარჩება და საქართველოც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში აირევა სიტუაცია და უნდა დავიწყოთ მოძრაობა „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

შაშიაშვილის თქმით, ნინო ბურჯანაძე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დარჩეს.

თეთრების ლიდერი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დარჩეს და მისი უზარმაზარი პოტენციალი საქართველოს სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *