თემურ შაშიაშვილი: „თავისუფლების ინსიტიტუტი“ და ბოკერიები ნამდვილ ამერიკას ებრძვიან

„თავისუფლების ინსიტიტუტი“ და ბოკერიები ნამდვილ ამერიკას ებრძვიან, ისინი ჩვენ მაკეინისა და ლიბერმანის ამერიკას გვახვევენ თავს, მაგრამ ხალხი არ იცნობს რეალურ ამერიკას, სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ანტიამერიკული პოლიტიკა. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, – ჩვენ არ ვიცით ამერიკის რეალური სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რაც საუკეთესო აქვს ამ ქვეყანას.
თემურ შაშიაშვილის აზრით ამერიკის სიდიადე იმაშია, რომ იქ დიდი სიმაღლეების მიღწევისათვის არ არის აუცილებელი საკუთარ წარმომავლობაზე უარის თქმა.
არა მგონია არსებობდეს მეორე ქართველი, რომელმაც ასე განადიდა ამერიკა, როგორც ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. ის იყო დიდი ამერიკელი და დიდი ქართველი, რადგან მას გვარი არ შეუცვლია და ამით დაადასტურა, რომ ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის რა წარმომავლობა აქვს. ამერიკაში ყოფნის დროს, პენტაგონში მასთანაც მქონდა შეხვედრა და ვხედავდი, თუ რა პატივისცემით ეპყრობოდნენ მას ამერიკელები. ამერიკამ დაადასტურა, რომ შალიკაშვილის გვარითაც შეიძლება დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს ადამიანმა, მაშინ როცა საქართველოში თანამდებობის მოპოვების მიზნით ადამიანები გვარს და წარმომავლობას იცვლიან, რასაც სავალალო შედეგი მოყვება. გადახედავ და პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების 80%-ს გვარი და ეროვნება აქვს შეცვლილი. რა არის ეს, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკა?! სწორედ ასეთ ხალხს აწინაურებენ და ეყრდნობიან დასავლეთის გარკვეული წრეების მიერ დანერგილი სექტები, როგორიცაა მაგალითად „თავისუფლების ინსტიტუტი“ , „პეტერსონ ბელქნაბი“, რომელმაც საქართველოში სააკაშვილი ჩამოიყვანა. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
25.09.2013წ



