(ალია) რომელმა სექტანტურმა ჯგუფებმა ჩადეს მარგველაშვილში ფული?

shashiasvili პარტია „თეთრების“ ლიდერის და “სახალხო კრების” წევრის თემურ შაშიაშვილის განცხადებით ამერიკის გარკვეულმა სექტანტურმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი ფული მარგვლაშვილში ჩადეს, თუ ვინ არის ეს ჯგუფი და რა მიზნით ჩადეს ფული, არ დაუკონკრეტებია.

დეტალების დასაზუსტებლად „ალია“ თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა:

 – ბატონო თემურ, რა ჯგუფს გულისხმობთ

– მე ერთი რამის წინააღმდეგი ვარ, რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება. ქვეყანას გააჩნია დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო, გამოეყენებინა ჩვენი რესურსი. განსაკუთრებით გათელილი ქვეყანა დაგვიტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ . მოსახლეობის დიდ ნაწილსაც გონია, რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა გაეგოს ფეხქვეშ, რათა საქართველომ იარსებოს. ასე იყო ადრეც, ხალხი ვერ მიხვდა, რომ ხელისუფლებაში არიან ისინი, ვინც გარედან არიან ხელდასმულნი. საქართველო ინტერესები არ ადარდებს არავის. ჩვენ მხოლოდ გგვიყენებენ. საქართველოშიც პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატი საქართველოსადმი ინტერესებს იყენებს იმისათვის, რომ მოვიდეს ხელსიუფლებაში. ამერიკა და რუსეთი კი არ იქცევა ცუდად , საქართველოს ხელისუფლება იქცევა ცუდად, ეს ორი დიდი ქვეყანა საქართველოში ეძებს იმ ადამიანებს, რომელბსაც ადვილად მართავს. პოლიტიკურიკანიბალიზმია მოქმედებაში.

სექტანტურ ჯგუფებზე გკითხავთ, ვინ არიან?

– მაკეინი არაა სექტის წევრი, თუ ლიბერმანი? თუ სოროსი არ არის მასონი? ილია ჭავჭავაძისა და დავით აღმაშენებლის ქვეყანას არავის კარნახი არ  სჭირდება დემოკრატიაზე უცხოეთში მეუიბნებიან, თქვენ სულელი ხელისუფლება გყავთ.  თუ ასეთი წარსული გაქვთ და ახლა ამას ითმენთ, რა ხელისუფლებაც გყავთო.ვისი სწავლება გვჭირდება ჩვენ? ისინი საქართველოში ეძებენ გვარშეცვლილ, მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს,რათა დაეყრდნონ.

გვარშეცვლილია მარგველაშვილი?

– მონური ფსიქოლოგიის ხომ არის? კაცმა თავად თქვა, პლასტილინის ვარო. არც giorgi margერთ მონას არ უთქვამს ეს. მაგრამ მარგველაშვილმა თქვა. ისე, გულწრდელი კაცია და ამ განცხადების გამო პატივსაცემიც.  პლასტელინი  ვარო, მაგრამ იმ ხალხის ტვინებში ჩამახედა, ამ პლასტელინს რომ უჭერს მხარს… ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული ყველაფერი ამერიკა და რუსეთი ასეთი ულტიმტუმით მუშაობენ ყველასთან. როგორი დემოკრატიით მოვიდა ივანიშვილი, ხომ ყველამ დაინახა? თუ ასეა, რატომ არ მიიწვიეს ამერიკაში? თუმცა მიშასავით მაინც არ იქცევა. ის დერეფანში ელოდება ობამას, დაჰყვებიან ჟურნალისტები, სად გადაუღონ ფოტო ერთად, ამას მაინც არ კადრულობს ივანიშვილი.

– რაც შეეხება მარგველაშვილში თანხის ჩადებას, რა თანხას გულისხმობთ?

– ვინ არის „ენ-დი – აი“ -ს დამფუძნებელი? მარგველაშვილი. ვინ იდგა „სოროსის ფონდის“ სათავეებთან? მარგველაშვილი… გავა დრო და თავად ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ ეს არ იყო მისი კანდიდატი და ძალდატანებით წამოაყენა კანდიდატად. ოდნავ არ მეპარება ეჭვი ამაში, მაგრამ თუ მარგველაშვილი ივანიშვილის კანდიდატურაა, მაშინ თვად უღალატია ქვეყნისთვის. მარგველაშვილი არ მალავს ვინც არის, და რაც არის გთხოვთ, დააკვირდეთ, რას ამბობს მარგველაშვილი: როცა პრეზიდენტი გავხდები, მე ვიქნები მხოლოდ ქართველიო. მოიცა, ვინ იყავი აქამდე,მარგველაშვილო? „ერთად გავაგრძელოთ წინსვლაო“. რომ აწერია ბილბორდებზე, ნახეთ, რას ნიშნავს? მანახეთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წინსვლა იყო ქვეყანაში ეს ცხრა წელი. ასე ფიქრობენ მხოლოდ სააკაშვილი და ივანიშვილი. მარგველაშვილი ამბობს, რომ ორივე ერთად, თავისი პარტიით, გააგრძელებს წინსვლას. ამით მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არავინ არაფერი არაა ამ ქვეყანაში ‘’ნაციონალური მოძრაობისა“ და  ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პარტია გაქრება. ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილი რომ არ გვასვამდეს თავზე „რესპუბლიკელებს“, ასე არ ვიქნებოდით, გერმანელებმა არ იკადრეს ამ იდეოლოგიის ადამიანები და ჩვენ გვასვამენ თავზე. ეს არის ბელადების უბედურება, რომ ივანიშვილის პატივისცემის გამო ჩვენ დღეს პარლამენტში გვყავს ეს ერის მოღალატეები.

ტყუილია. როცა ივანიშვილი ამბობს, რომ პრობლემა გვაქვს საზოგადოებას. საზოგადოებას კი არა, პრობლემა მთავრობაშია, ბატონო პრემიერო, ხალხს ფული კი არ უნდა დაურიგო, უნდა გამოამუშავებინო. მათხოვრად კი არ უნდა აქციო, როგორც ამას შენ აკეთებ!

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

  1. აბსოლიტური სიმართლე. კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა. გული მიკვდება ჩვენი სამშობლოს უბედურებით. უყურებ , უსმენ ამ შეჯვარებულ პოლიტიკოსებს და ვრწმუნდები, მართულნი არიან. არცერთს არ აინტერესებს ქართული სული და ტრადიცია. ლაზარე ავად არის და სიკვდილს ებრძვის…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *