(ivote.ge) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანაში არასამართლიანი საარჩევნო გარემოა

 

9970shashiashvili1„თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არასამართლიანი წინასაარჩევნო გარემოა. ამის შესახებ მან განაცხადა  პრაიმ-თაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.„რომელ სამართლიან გარემოზეა საუბარი, როცა ყველა დაუპირისიპირდა „სახალხო კრებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს. რომელსაც არანაირი დაფინანსება სახელმწიფოსგან არ მიუღია. უსამართლია ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები მიაბეს კვალიფიციურ პარტიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი შედეგის ჩვენების შემთხვევაშიც ბურჯანაძის პარტია ვერ მიიღებს ვერანაირ დაფინანსებას. ერთი წუთი სარეკლამო დრო როცა 20-25 ათასი ლარი ღირს, რაც მიუწვდომელია სახალხო კრების კანდიდატისათვის, რომელ სამართლიანობაზეა საუბარი,“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით 1 ოქტომბრის არჩევნებზე ორმა პარტიამ „დემოკრატიულმა საქართველომ“ და „თეთრებმა“უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და დღეს ამის გამო ყველაზე მეტად სწორედ ეს ორი პარტია დაზარალა, რადგან სახელმწიფომ უარი უთხრა დაფინანსებაზე.

„ჩემზე მეტად არავის უკრიტიკებია ბურჯანაძე და დღესაც მიმაჩნია, რომ ჩემი კრიტიკა იყო მართებული და სწორი, მე ვაკრიტიკებდი რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ რომ „ნაცმოძრაობის“ და „მოქკავშირის“ პოლიტელიტა იყო კორუფციაში ჩაფლული. ბურჯანაძე სწორად მოიქცა, რომ მათ ჩამოცილდა. გავიხსენოთ, მაშინ ბურჯანაძეს სწორედ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ იცავდა, „რკინის ქალბატონს“ ეძახდნენ. გიორგი მარგველაშვილი აქებდა, ის ლამის დღესაც ბურჯანაძის დემოკრატიის ფონდის დირექტორია, ხოლო ბაქრაძე ბურჯანაძის წარდგინებით გახდა დეპუტატი. დღეს ამაზე არც ერთი არ საუბრობს.

დღეს კი ნინო ბურჯანაძე „სახალხო კრების“ კანდიდატია. მე მირჩევნია მხარი დავუჭირო ღირსეული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ქართულ ტრადიციებს ემყარება და აღიარებს, ვიდრე უცხოური მასონური დაჯგუფებების მიერ წარმოდგენილ მარგველაშვილს, ან ბაქრაძეს, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *