თემურ შაშიაშვილი: 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რაიონებში საჯაროდ უნდა ჩააბარონ ანგარიში მოსახლეობას

zestafoni„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პრაიმთაიმში გამართულ პრეკონფერენციაზე გააჟღერა დიდ სახალხო შეკრებაზე „ზესტაფონის გადარჩენისათვის“ წამოყენებული მოთხოვნა, რომ 1 ოქტომბერს, არჩევნების ერთი წლისთავზე „ქართული ოცნების“ არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ღიად და საჯაროდ ჩააბარონ ანგარიში განვლილი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.

„ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლებში აშკარად გამოიკვეთა პრემიერ-მინისტრის თვითკმაყოფილება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მის შეხვედრაზე ექსპერტებთან, – ასეთი თვითკმაყოფილება დაუშვებელია მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, – ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, სამწუხაროდ პროგრესი არც ამ ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება. მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ხალხის განწყობას ყველა დაცილდა და ყველას შეეპარა თვითკმაყოფილება. სწორედ ამიტომ დღეს მინდა გავახმოვანო ზესტაფონელების მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა დიდ სახალხო შეკრებაზე „ზესტაფონის გადარჩენისათვის:

1 ოქტომბერს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლისთავზე, ყველა ქალაქსა და რაიონში „ქართული ოცნებიდან“ არჩეულმა დეპუტატებმა, გამგებლებმა, მერებმა, ღიად ჩაბარონ ანგარიში ადგილზე მოსახლეობას, თუ კონკრეტულად იმ რაიონში, იმ ადგილზე რა გააკეთეს. იქნებ მე ვცდები, მაგრამ სადაც ჩვენ ჩავდივართ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი საუბრობს, რომ პრაქტიკულად არც ერთი დანაპირები არ შესრულებულა.
ხელისუფლება სულ უფრო სცილდება საკუთარ ხალხს. არჩევნებამდე ბატონი ბიძინა გამუდმებით აწყობდა თავისუფალ შეხვედრებს მოსახლეობასთან და საუბრობდა „ქართული ოცნების“ პროგრამაზე. მას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ზესტაფონში, მე მოვისმინე მისი დაპირება
ზესტაფონელებისთვის. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი დაპირება იყო… ზესტაფონელებმა მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი წლისთავზე უნდა ითქვას, რომ არც ერთი დაპირება არ შესრულებულა,“ – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

„თეთრების“ ლიდერი გამოდის ინიციატივით, რათა პრესაში, ან ცალკე გამოცემად გამოქვეყნდეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რათა საქართველოს მოსახლეობა თავად გაეცნოს, რას პირდებოდა მას ხელისუფლება არჩევნებამდე და შეაფასოს, რამდენად სრულდება ეს დანაპირები.
„მე ვხედავ ბევრ რამეს, რაც გაკეთდა, მაგრამ მაწუხებს ხელისუფლების გადაჭარბებული თვითკმაყოფილება, მაშინ, როცა ბევრ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ მოსახლეობას ჯერ კიდევ აწუხებს შიმშილის პრობლემა, ამ ფონზე თვითკმაყოფილება დაუშვებელია.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

პრეს-ცენტრი
28.09.2013

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *