(ახალი თაობა)`27 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება გაერთიანდებიან~

 

სააკაშვილი პოლიტიკური კანიბალია

 

9970shashiashvili1რამდენიმე კვირის წინ ზესტაფონში გაიმართა დიდი თავყრილობა, რომელსაც ადგილობრივების გარდა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ესწრებოდნენ. მათ კოალიცია `ქართულ ოცნებას~ საგანგებოდ მიმართეს და სთხოვეს, 1 ოქტომბერს ხალხისთვის ანგარიში ჩაებარებინათ. ამ თავყრილობას პარტია `თეთრე-ბის~ ლიდერი თემურ შაშიაშვილიც ესწრებოდა. მისი აზრით, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე დეპუტატებმა მოსახლეობას უნდა ჩააბარონ ანგარიში თუ რა გააკეთეს ხელისუფლებაში მოსვლის შემ¬დეგ.

რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მიმართვას მეოცნებეების მხრიდან, რატომ აღარ უსმენს ხალხს ივანიშვილი, რას ემსახურებოდა გაეროში სააკაშვილის გამოსვლა, რა დაიწება 28 ოქტომბრიდან, ამ თემებზე `ახალ თაობას~ თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

თე¬მურ შაშიაშვილი:

_ ცოტა ხნის წინ ზესტაფონში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება, რო-მელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა. ამ ადამიანებმა `ქართულ ოცნებას” სრულიად სა¬მართლიანად მოსთხოვეს, რომ ჩაებარებინათ ანგარიში, თუ რა გააკეთეს ამ ერთი წლის მანძილზე. ყველას კარგად გვახსოვს, არჩევნების წინ როგორი შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა რეგიონებში. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხალხს საჯარო გამოსვლებ¬ში ძალიან ბევრ რამეს დაჰპირდა. გვინდა, რომ ასევე საჯაროდ გამოვიდნენ მაჟორიტარები თავიანთ რაიონებში და თქვან, რა გააკეთეს.

_ 1 ოქტომბერი ხვალ არის. რამდენადაც ვიცით, არავინ არ გეგმავს ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით.

_ სამ¬წუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ეს მოთ¬ხოვნა არ გაიზიარა. სამწუხაროა ისიც, რომ მა¬თი დაპირებების დიდი ნაწილი არ შესრულებულა. მე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, ბიძინა ივანიშვილს დაპირებები რომ შეესრულებინა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. თუმცა ვერც იმას უარვყოფ, რომ ბევრი რამე გააკეთეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველა მნიშვნელოვანი დაპირება ჯერ ისევ შეუსრულებელია.

_ თავად ივანიშვილი ამბობს, რომ დაპირებები გადაჭარბებით შეასრულეს.

_ ეს განცხადება პრემიერმა ექსპერტებთან შეხვედრისას გააკეთა. ეს შეხვედრა საერთოდ ცალკე საუბრის საგანია. მართლა ვერ ვხვდები, რატომ შეხვდა ექსპერტებს. პრემიერი არ შეხვედრია გამგებლებს და მერებს. არ შეხვედრია მეცნიერებათა აკადემიის წევრებს. თუ კომპეტენტური აზ¬რი აინტერესებდა, შეხვედროდა მეცნიერებს, საქართველოში უამრავი ტვინით გატენილი ადამიანი ცხოვრობს. მწყინს ისიც, რომ ივა-ნიშვილი დევნილებს და მასწავლებლებს არ შეხვედრია. და რაკი ექსპერტებს ხვდები, მათ იქით ჭკუის სწავლება კი არ უნდა დაუწყო, უნდა მოუსმინო.

_ თუ ცდება ექსპერტი?

_ ექსპერტი იმისთვის არსებობს, რომ მან თავისი აზრი უნდა გამოხატოს. ცდება თუ არა, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. არ შეიძლება პრემიერმა მათ ჭკუა დაარიგოს. როგორც უკვე გითხარით, პრემიერი გამგებლებს და მერებს არ შეხვედრია. ამიტომაც არის რეგიონებ¬ში ვითარება ასე რთული. იქ არსებობენ პოლიტიკურ კანიბალთა ჯგუ-ფები, რომლებიც თავის დრო¬ზე სააკაშვილმა შექმნა. ეს კანიბალები ასხედან თავზე მერებსა და გამგებლებს. ქუთა¬ის¬ში გაუგონარი რამ მოხდა. ქუთაისის ახლად დანიშნული მერი შენობაში შესული არ იყო, რომ უთხრეს, უნდა გადაგირჩიოთო. ეს ადამიანი, სხვათა შორის, ამერიკის მოქალაქეა. მას საშინელებები გაუკეთეს, რაზეც ამერიკის ელჩს ხმა არ ამოუღია.

_ საინტერესოა, რატომ დადუმდა, რიჩარდ ნორლანდი ხომ ყველაფერში ერევა და ყველაფერზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

_ მეც მაგას ვკითხულობ. ლამის იმასაც აკონტროლებს, ვის რა ტემპერატურა აქვს დილაობით. სამაგიეროდ, ამერიკის მოქალაქეზე ხმა არ ამოიღო. ეს სერიოზული შესწავლის საგანია. ამერიკელებს ასევე არ ამოუღიათ ხმა, როცა სააკაშვილმა ამერიკის მოქალაქეს ვასილ პატარქალიშვილს ბიზნესი დაუნგრია და ათასი საშინელება გაუკეთა. სააკაშვილზე 1997 წლიდან ვამბობდი, რომ ის არასერიოზული და გაუწონასწორებელი ადამიანია. შევარდნაძე გამუდმებით მიმ¬ტკიცებდა, რომ ვცდბოდი. თურმე მართლა ვცებოდი. მარტო არასერიოზული და გაუწონასწორებელი კი არა, პოლიტიკური კანიბალი ყოფილა. ეს გა¬ეროს ტრიბუნაზე გამოსვლისასაც დაამტკიცა.

_ გაეროს ტრიბუნიდან მისმა გამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აშკარაა, რომ არც თქვენ მოგეწონათ.

_ 25 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლა იყო კატასტროფა. მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ საქართველო პოლიტიკურ ჭაობშია ჩაფლული. ჩვენ მთელი ეს წლები პოლიტიკური კანიბალიზმის ეპოქაში ვიყავით, საიდანაც ვერაფრით ვერ გამოვდივართ. კანიბალები ჭამენ ადამიანის ხორცს. ნაციონალურმა მოძრაობამ შეჭამა ადამიანის სული. ხალხს ყველაფერი წაართვეს და ქვეყანა თავზე დაანგრიეს.

_ მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან გვკითხა, რა დაგინგრიეთ, უკანონო გარაჟების გარდაო.

_ ეს არის ცინიზმის უმაღლესი ფორმა. ამას აცხადებს კაცი, რომელმაც ხალხს ცხოვრება დაუნგრია. საქართველოს მოსახლეობის თავზე წისქვილის ქვა ტრიალებს, სააკაშვილი კი გაეროს ტრიბუნაზე აყვავებულ ქვეყანაზე საუბრობს. მე არ მახსენდება არც ერთი პრეზიდენ¬ტი, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან მიმართა საკუთარ ხალხს. გაეროს ტრიბუნა იმისთვის არსებობს, რომ მსოფლიოს მიმართო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სიტყვა, რომლითაც სააკაშვილი გაერო¬ში გამოვიდა, საქართველოს გარეთ დაიწერა.

_ რახან საქართველოს მოსახლეობას მიმართა?

_ არა, ეს სიტყვა იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. მთელი მსოფლიოს ლიდერები ცდილობენ, ისეთი განცხადებები გააკეთონ, მეზობელი ქვეყნები არ გააღიზიანონ. სააკაშვილი გამოვიდა და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა გალანძღა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაეროს ტრიბუნაზე ქართველ ხალხს სხვა ქვეყნის მსახური მიმართავდა. მისი ყველა სიტყვა საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ თურმე ქართველები ჩამორჩენილები ვართ, რადგანაც დასავლეთი წარმოგვიდგენია როგორც გეების თავშესაყარი. მე ასე ნამდვილად არ წარმომიდგენია. ეს რომ ასე არ არის, გერმანიამაც დაამტკიცა. გერმანიის პირველი ვიცეკანცლერი, რომელიც გეი იყო, ბუნდესტაგშიც კი არ შეუშვეს. და რა, გერმანია არ არის მსოფლიოში ერთერთი პირველი ქვეყანა?! სააკაშვილი კი საქართველოს აბრალებს ჩამორჩენილობას. კი ბატონო, საქარ¬თველოში არიან ჩამორჩენილი პოლიტიკოსები. ეს ის ხალხია, რომლებიც კი არ ქარ¬თველობენ, არამედ ამერიკელო-ბენ. სააკაშვილმა ამერიკა შე¬აძულა საქართველოს.

_ თავადაც შეიძულა, როგორც ჩანს. რამდენიმე დღის წინ მე¬თიუ ბრიზაზე თქვა, იდიოტიაო.

_ ამერიკას სააკაშვილი ჯერ ვერ შეიძულებს. რაც შეეხება ბრაიზას ლანძღვას, ეს დამაფიქრებელია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ უკანასკნელს ძველი გავლენა აღარ აქვს. შესაბამისად, მას ბრაიზა აღარ სჭირდება. მე ისევ სააკაშვილის გამოსვლას დავუბრუნდები. გითხარით, რომ ეს იყო საქართველოს გარეთ დაწერილი სიტყვა, რო¬მელიც ვერც ერთ სხვა ლიდერს ვერ ათქმევინეს. სააკაშვილმა კი დიდი სიამოვნებით შეუსრულა თავის პატრონებს ეს მოთხოვნა. მთე¬ლი მსოფლიო და მათ შორის ამერიკა იმაზე მუშაობენ, როგორმე რუსეთი არ გააღიზიანონ. სააკაშვილი გამოვიდა და რვაჯერ ახსენა პუტინი. ამით მან რუსეთის საქმეც გააკეთა და ამერიკისაც.

_ ეგ რანაირად?

_ ამერიკელებმა ის მოიწონეს, რომ რუსები გალანძღა. პუტინი კი იმით დარჩა კმაყოფილი, რომ მისი სახელი რვაჯერ ახსენა. ამით პუტინს საშუალება მისცა, როგორც უნდა, ისე იმოქმედოს. ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან ვითარება მაქსიმალურად გაამწვავოს. სააკაშვილს ეშინია, რომ მისი წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს. ამის ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებს და ამით საქართველოს ებრძვის. ამის შემდეგ გამოვიდა კახა ლომაია, სააკაშვილს გენიოსი უწოდა, ივანიშვილის მიმართ კი დამამცირებელი ფრაზა გამოიყენა. ეს ივანიშვილის დამსახურებაა, ნაციონალებმა რომ ისეც ამოიღეს ხმა და მისი ლანძღვა დაიწყეს.

_ მერე რატომ ითმენს ამას ივანიშვილი?

_ ივანიშვილი არ ითმენს, მას ათმენინებენ. დღეს ივანიშვილი ივანიშვილი აღარ არის. ივანიშვილი მაშინ იყო ივანიშვილი, როცა ამბობდა, სააკაშვილს იმპიჩმენტს მო-ვუწყობთო. ივანიშვილი ივანიშვილი იყო მაშინ, როდესაც დამნაშავეების გასამართლების პირობას იძლეოდა. ივანიშვილი ივანიშვილი იყო მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ სამართალი ყველასთვის ერთნაირი იქ¬ნება. მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ძალიან უცნაურია. მართალი რომ გითხრათ, დაბნეული ვარ და ძალიან მძიმე დასკვნები გამომაქვს. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ზომაზე მეტად თვითდაჯერებულია და მხოლოდ მოღალატეებს აფასებს. იმით არიან გახარებული, ყოფილი ნციონალები ტაშს გვიკრავენო. ადეიშვილი კი ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი კაცია. ივანიშვილი სახელცვლილება ადეიშვილის მიმართ დამოკიდებულებაშიც შეინიშნება.

_ რას გულისხმობთ?

_ რამ¬დენიმე თვის წინ ივანიშვილი ადეიშვილს აკრიტიკებდა და დასცინოდა. ამბობდა, სააკაშვილმა მითხრა, ადეიშვილი ევროპაში ტროლეიბუსით დადისო. ახლა გამოდის და ამ¬ბობს, წესიერი კაციაო. ადეიშვილის წესიერება არ გაიშვას. მე ასეთი უზ-ნეო და უწესო კაცი არ მინახავს. როგორც ამბობენ, მისი უწესობით მამამისიც კი აღ-შფოთებული იყო. მე არ მინახავს საქართველოს იქით სხვა ქვეყანა, სადაც ასე სურთ ლიდერებს ბელადობა, ხოლო ხალხში მონური ფსიქოლოგიაა. გერმანია იმით არის ძლიერი, რომ მერკელს არ სურს ბელადობა. კიდევ იმით არის ძლიერი, რომ რიგითი გერმანელისთვის არაფერს არ ნიშნავს, რას ფიქრობს მერკელი. ჩვენ კი იმაზე გვაქვს ყურადღება, რას იტყვის ივანიშვილი. ეს არის დიდი უბედურება. იმ დღეს ვიყავი დევ-ნილებთან შეხვედრაზე და გული მომიკვდა. ყველა ივანიშვილს ახსენებდა. ამ დროს ჟიული შარტავა არავის გახსენებია. არც ის გახსენებია ვინმეს, რა ვითარებაში შევფრინდით მე და მეუფე კალისტრატე. არადა, ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიმიღია.

_ რას გულისხმობთ, ბატონო თემურ?

_ სოხუმის დაცემის წინა დღეები იყო. აფხაზეთში ჩასვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეიძლებოდა. ესეც სარისკო იყო, რადგნაც აფხაზები აკონტროლებდნენ თითქმის ყველაფერს. იმ დღესაც რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჩვენ მაინც გავრისკეთ წასვლა. გენერალმა ნაირაშვილმა გაგვაფრთხილა რომ მოწინააღმდეგე ჩამოგ-ვაგდებდა. წაუსვლელობა ღალატი იქნებოდა. მე და მეუფემ ვიცოდით, რომ თვითმფრინავის ჩამოგ¬დების შანსი ძალიან მაღალი იყო. მაინც წავედით და რაღაცები ჩავიტანეთ. ამით სოხუმი რამდენიმე დღით შევუნარჩუნეთ საქართველოს. ბედნიერი კაცი ვარ, ეს რომ შევძელი. იმ დღეს ჩვენ გარდა ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჩვენს თვალწინ მოუკლეს ლევან თედი¬აშ¬ვილს შვილი. ყველა¬ნი აეროპორტში ვიყავით, როცა აფხაზებმა თბილისიდან ჩამოფრენილი თვითმფრი¬ნა¬ვი ჩამოაგდეს. საშინელი ტრაგე-დია იყო. ლევან თედიაშვილმა თვის ბიჭს უთხრა, წინ წადი, იქნებ ვინმე გადაარჩინოო. ამ დროს მოუკლეს მამას შვი¬ლი თვალწინ. იქიდან ღამის 3 საათზე გამოვფრინ-დით. ჩვენთან ერთად წამოვიდა თედიაშვილი. წინ მისი შვილი გვესვენა. ეს მაინც არავის უნდა გახსენებოდა? სამწუხაროდ, მხოლოდ ივანიშვილზე საუბრობდნენ. ვისაც ქვეყნის წინაშე დამსახურება აქვს იმაზე ხმას არ იღებენ, სამაგიეროდ თავისუფლების ინ¬სტიტუტისა და სოროსის ფონდში ნამუშევარ კაცს გვიყენებენ პრეზიდენტობის კანდიდატად. ამ კაცს აქებს ივანიშვილი და როგორ გავჩუმდე. კაცი იძახის, პალასტელიი ვარო და ამას მხარს ვერ დავუჭერ. ის ხალხი, რომლებიც სააკაშვილს გვერდით ედგნენ და აფინანსებდნენ ხმამაღლა ნუ გველაპარაკებიან. მათგან განსხვავებით ჩვენ საქართველოსთან ვიდექით.

_ ბოლო დროს გიორგი მარგველაშვილი ხმამაღლა ალაპარაკდა თავის ნაციონალ მეგობრებზე. ახლახან ნიკა რურუამ თქვა, ჩემი მეგობარიაო. აქამდე ხმას არ იღებ¬დნენ და ახლა რამ აალაპარაკათ?

_ იმან, რომ კოაბიტაციის დასასრული მოახლოვდა. 27 ოქტომბერს მართლა მთავრდება კოაბიტაცია. ნაციონალები და ოცნება ერთმანეთს შეერწყმებიან. 2004 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ფორმალურად ჩატარდა. იმიტომ, რომ სააკაშვილი უკვე დანიშნული იყო პრეზიდენტად. ყველა დაიმალა მაშინ და მე პრეზიდენტად ვიყარე კენჭი. მინდოდა, ხალხთან პატიოსანი ვყოფილიყავი. ვიღაცა კი სააკაშვილს აფინანსებდა, სახელმწიფო გადატრიალება რომ მოეხდინა. მე ხალხს ვეუბნებოდი, რაც იყო სააკაშვილი. ესენი კი მას აქებდნენ და კვარცხლბეკზე აჰყავდათ. დღეს ეს ხალხი გველაპარაკება, თურმე ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია და ყველაფერი კარგი ადეიშვილი ყოფილა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ბიძინა ივანიშვილი ასე მოიქცეოდა. სამწუხაროდ, მისი არც ერთი დაპირება არ შესრულებულა უფრო სამწუხაროა, რომ ის თავდაჯერებით ამბობს, ყველაფერი შეგისრულეთო.

_ იქნება გარემოცვა ატყუებს?

_ არა მგონია. თავად თქვა, მე არავის გავლენის ქვეშ არ ვექცევი და ყველაფერი ვიციო. თუ ყველაფერი იცის, ეცოდინება, რომ დანაპირები არ სრულდება. ეს კიდევ უფრო უარესია. ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ რაღაც განსაკუთრებული არ გააკეთეს, მძიმე გაზაფხული იქნება.

_ რა მხრივ იქნება მძიმე?

_ პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით. საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა. ოღონდ ამას პოლიტიკოსები კი არ მოვითხოვთ, პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაინიშნება. არ უშველის მაგას პლასტელინის კაცი.

_ ამ ფრაზის გამო მარგველაშვილს ბევრი აკრიტიკებთ.

_ ჩემი კრიტიკა რაღად უნდა, კაცი გაიძახის, პლასტელინი ვარო და ამაზე უარესი მე რა უნდა ვთქვა მასზე.

_ გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსია და ეგება პლასტელინში სხვას გუ-ლისხმობს?

_ რა თქვა სხვა რამე? ამიხსენით, რას ნიშნავს პლასტელინი ფილოსოფიაში. თავადვე განმარტა თავისი გამონათქვამი. რა ფორმასაც მომცემთ და სადაც მიმაწებებთ, ისეთი ვიქნებიო. ფილოსოფოსი თუ ხარ, დარჩი ფილოსოფოსად, არაფერს გერჩი, მაგრამ პლასტელინი პრეზიდენტი ვერ იქნება. წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან ცუდ როლს თამაშობს ენ-დი-აი. რომელსაც ობიექტური კვლევა არასდროს არ შეუსრულებია. ახლაც მორიგი დაკვეთა შეასრულა. მათი კვლევით პირველ ადგილზე გადის მარგველაშვილი, მეორეზე ბაქრაძე. ამით უნდათ, რომ ხალხი შეაგუონ, რომ ქვეყანაში მხოლოდ 2 პარტია იქნება ნაციონალური მოძრა¬ობა და მეორე ოცნება. ეს არის კოაბიტაციის დასრულება სწორედ.

 

ესაუბრა

შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *