თემურ შაშიაშვილი: „საქართველოს დღეს სჭირდება ქართული ტრადიციების პატივისმცემელი პიროვნება

577721_10201170517968638_2135000864_n„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმთავრესია ქვეყნის პრეზიდენტად ქართული ცნობიერების მქონე პიროვნების არჩევა.

„საქართველოს დღეს სჭირდება ქართული ტრადიციების პატივისმცემელი პიროვნება. დღეს საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა, ნებისმიერ კომპრომისზე ვართ წამსვლელები, ოღონდ არ მოვიდეს მასონების, „სოროსის ფონდის“, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებული პიროვნება, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, – მე პირადად ნონა გაფრინდაშვილის მიერ და „სახალხო კრების“ მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტობის კანდიდატი მირჩევნია, ვიდრე მასონების მეგობარი, მათ მიერ რეკომენდირებული და მათ მიერ წარმოდგენილი მარგველაშვილი თუ ბაქრაძე,
რადგან ვიცი, რომ სახალხო კრების, ნონა გაფრინდაშვილის მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტობის კანდიდატი ის ქართული ტრადიციების მიმდევარია. რომ ის მოითხოვს გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, ის მხარს დაუჭერს ვადამდელი არჩევნებს, ის მოითხოვს სამათლიანობის აღდგენას.

„სახალხო კრება“ მზად იყო პირადად დაეჭირა მხარი ბატონი ივანიშვილისთვის, თუ ის კენჭს იყრიდა, ვიფიქრებდით სხვა ავტორიტეტული კანდიდატურების მხარდაჭერაზეც, ,თუ ასეთებს ბატონი ივანიშვილი წარმოადგენდა, მაგრამ „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და „სოროსის ფონდში“ ნამუშევარ კაცს რომელიც ამბობს, პლასტელინის კაცი ვარო, მე მხარს ვერ დავუჭერ!“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

პრეს-ცენტრი
30.09.2013წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *