თემურ შაშიაშვილი: „ნაციონალები“ და“ ქართული ოცნება“ ერთმანეთს შეერწყმებიან

 

9970shashiashvili1„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით 27 ოქტომბერს მართლა დამთავრდება კოაბიტაცია. ნაციონალები და ოცნება ერთმანეთს შეერწყმებიან.  რადგან ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით, დანაპირები არ სრულდება, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა. ოღონდ ამას პოლიტიკოსები კი არ მოვითხოვთ, პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაინიშნება.

შაშიაშვილი მკვეთრად უარყოფითად აფასებს  წინა საარჩევნო პერიოდში  ენ-დი-აის როლს, მისი თქმით, ამ ორგანიზაციას ობიექტური კვლევა არასდროს არ შეუსრულებია. და ამჯერადაც გარკვეული გარე ძალების დაკვეთას  სრულებს. რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე უნდა გავიდეს მარგველაშვილი, მეორეზე ბაქრაძე.

„ამით უნდათ, რომ ხალხი შეაგუონ, რომ ქვეყანაში მხოლოდ 2 პარტია იქნება ნაციონალური მოძრაობა და მეორე ოცნება. ეს არის კოაბიტაციის დასრულება სწორედ“  –  მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *