(geonews.ge)ნებისმიერ კომპრომისზე ვართ წამსვლელები, ოღონდ არ მოვიდეს მასონების, „სოროსის ფონდის“, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული პიროვნება – თემურ შაშიაშვილი

ghnთავისუფლების ინსტიტუტსა“ და „სოროსის ფონდში“ ნამუშევარ კაცს რომელიც ამბობს, პლასტელინის კაცი ვარო, მე მხარს ვერ დავუჭერ!, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

თუმცა აცხადებს, რომ „სახალხო კრება“ მზად იყო პირადად დაეჭირა მხარი ივანიშვილისთვის, თუ ის კენჭს იყრიდა, ან სხვა ავტორიტეტული კანდიდატურებისთვის, რომელსაც პრემიერი წარმოადგენდა.

„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმთავრესია ქვეყნის პრეზიდენტად ქართული ცნობიერების მქონე პიროვნების არჩევა.

„საქართველოს დღეს სჭირდება ქართული ტრადიციების პატივისმცემელი პიროვნება. დღეს საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა, ნებისმიერ კომპრომისზე ვართ წამსვლელები, ოღონდ არ მოვიდეს მასონების, „სოროსის ფონდის“, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული პიროვნება. მე პირადად ნონა გაფრინდაშვილის მიერ და „სახალხო კრების“ მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტობის კანდიდატი მირჩევნია, ვიდრე მასონების მეგობარი, მათ მიერ რეკომენდირებული და მათ მიერ წარმოდგენილი მარგველაშვილი თუ ბაქრაძე, რადგან ვიცი, რომ სახალხო კრების, ნონა გაფრინდაშვილის მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტობის კანდიდატი ქართული ტრადიციების მიმდევარია. რომ ის მოითხოვს გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, ის მხარს დაუჭერს ვადამდელ არჩევნებს, ის მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *