(newsports.ge)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილის გამოსვლა გაეროში იყო კატასტროფა

gh25 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლა იყო კატასტროფა. რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველო პოლიტიკურ ჭაობშია ჩაფლული. ხოლო „ნაცმოძრაობა“ არის „პოლიტიკური კანინალი“, რომელმაც შეჭამა ადამიანის სული.

ხალხს ყველაფერი წაართვეს და ქვეყანა თავზე დაანგრიეს. ასე შეაფასა თეთრების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროში. „საქართველოს მოსახლეობის თავზე წისქვილის ქვა ტრიალებს, სააკაშვილი კი გაეროს ტრიბუნაზე აყვავებულ ქვეყანაზე საუბრობს. მე არ მახსენდება არც ერთი პრეზიდენ¬ტი, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან მიმართა საკუთარ ხალხს. გაეროს ტრიბუნა იმისთვის არსებობს, რომ მსოფლიოს მიმართო…“

შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის სიტყვა საქართველოს გარეთ დაიწერა, და საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

„სააკაშვილმა ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა გალანძღა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაეროს ტრიბუნაზე ქართველ ხალხს სხვა ქვეყნის მსახური მიმართავდა. სააკაშვილს ეშინია, რომ მისი წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს. ამის ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებს და ამით საქართველოს ებრძვის.“

„თეთრების“ ლიდერის აზრით, სააკაშვილი მომენტს არ უშვებს ხელიდან, რათა ქართველი ერი მსოფლიოს წინაშე შეზღუდულ და ჩამორჩენილ ერად წარმოადგინოს, რითაც საქართველოს იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.

„გამოსვლის ყველა სიტყვა საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ თურმე ქართველები ჩამორჩენილები ვართ, რადგანაც დასავლეთი წარმოგვიდგენია როგორც გეების თავშესაყარი. მე ასე ნამდვილად არ წარმომიდგენია.

ეს რომ ასე არ არის, გერმანიამაც დაამტკიცა. გერმანიის პირველი ვიცეკანცლერი, რომელიც გეი იყო, ბუნდესტაგშიც კი არ შეუშვეს. და რა, გერმანია არ არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა?! სააკაშვილი კი საქართველოს აბრალებს ჩამორჩენილობას.“ – აცხადებს შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *