(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: არჩევნების წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს თავი აარიდა

teთეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა “ქართული ოცნების” ერთწლიან პერიოდი შეაფასა.

„ერთი წელი გავიდა არჩევნებიდან. ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვლის შევთავაზეთ ზესტაფონში დიდ სახალხო შეკრებაზე გაჟღერებული იდეა -1 ოქტომბერს, არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ ყველა ქალაქსა და რაიონში გამართულიყო ღია შეხვედრები რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მერები, გამგებლები და ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად და საჯაროდ ჩააბარებდნენ ანგარიშს მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა არ შედგა. ჩვენი წინადადება ხელისუფლებამ არ მიიღო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდეს საკუთარ მოსახლეობასთან შეხვედრას, ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ საკუთარი მოსახლეობისთვის არაფერი აქვთ სათქმელი, მათ კიდეც ეშინიათ რომ სახალხო შეხვედრაზე საჯაროდ, ღიად ხალხი მათ ძალიან მძიმე რამეებს ეტყვის.

მე ვხედავ, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე მიუღებელია ხელისუფლების გადამეტებული თვითკმაყოფილება. ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *