(newposts.ge)”არჩევნების წლისთავზე ,,ქართულმა ოცნებამ“ თავი აარიდა მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს”

tem.1„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ,,ქართული ოცნების“ ერთწლიანი პერიოდი შეაჯამა. შაშიაშვილი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს თავს არიდებს.

თემურ შაშიაშვილი
„ერთი წელი გავიდა არჩევნებიდან. ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვლის შევთავაზეთ ზესტაფონში დიდ სახალხო შეკრებაზე გაჟღერებული იდეა -1 ოქტომბერს, არჩევნებიდან ერთი წლისთავზე ყველა ქალაქსა და რაიონში გამართულიყო ღია შეხვედრები რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მერები, გამგებლები და ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად და საჯაროდ ჩააბარებდნენ ანგარიშს მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა არ შედგა. ჩვენი წინადადება ხელისუფლებამ არ მიიღო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდეს საკუთარ მოსახლეობასთან შეხვედრას, ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ საკუთარი მოსახლეობისთვის ბევრი  არაფერი აქვთ სათქმელი, მათ გარკვეულწილად კიდეც ეშინიათ რომ სახალხო შეხვედრაზე საჯაროდ, ღიად ხალხი მათ ძალიან მძიმე რამეებს ეტყვის .

მე ვხედავ, რომ ბევრი რამ გაკეთდა,მაგრამ მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე მიუღებელია ხელისუფლების გადამეტებული თვითკმაყოფილება. ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

ჩვენ ყველას გვახსოვს თუ რა ხშირ შეხვედრებს აწყობდა ბატონი ივანიშვილი მოსახლეობასთან არჩევნებამდე, როგორი იყო მისი დაპირებები. ექსპერტებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე პრემიერმა კიდეც განაცხადა, რომ დაპირებათა დიდი ნაწილი შესრულებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ ცალკე ბროშურად გამოსცეს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა რომელმაც ჩვენი მაღალი შეფასება დაიმსახურა, რათა მოსახლეობამ გაიხსენოს, თუ რას პირდებოდა მას „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე და რამდენად შეასრულა თავისი დანაპირები“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *