(newspress.ge) შაშიაშვილი-ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ჭკუის სწავლება არ უნდა დაუწყო

 

tem.2პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო ხშირად უნდა შეხვდეს.

მისი თქმით, რეგიონებში ურთულესი მდგომარეობაა. „პრემიერი უკვე მერამდენედ ხვდება ექსპერტებს, ჟურნალისტებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში, ის არ შეხვედრია გამგებლებს და მერებს, არ შეხვედრია მეცნიერებათა აკადემიის წევრებს. თუ კომპეტენტური აზრი აინტერესებდა, შეხვედროდა მეცნიერებს, საქართველოში უამრავი ტვინით გატენილი ადამიანი ცხოვრობს“ – აღნიშნა შაშიაშვილმა.

მისი თქმით, რეგიონებში კონკრეტული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც სრულად აკონტროლებენ ვითარებას რეგიონში. „ასხედან თავზე მერებსა და გამგებლებს და ფაქტობრივად რეალური მმართველები არიან რეგიონების“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

ამასთან, შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს შეხვედრაზე უნდა მოუსმინო. „რაკი ექსპერტებს და ჟურნალისტებს ხვდები, მათ იქით ჭკუის სწავლება კი არ უნდა დაუწყო, უნდა მოუსმინო. ექსპერტი იმისთვის არსებობს, რომ თავისი აზრი გამოხატოს, ცდება თუ არა, ეს ხალხმა განსაზღვროს. არ შეიძლება პრემიერმა მათ ჭკუა დაარიგოს“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *