(geonews.ge) თემურ შაშიაშვილი: თუ პრემიერს კომპეტენტური აზრი აინტერესებს, კარგი იქნებოდა, მეცნიერებს შეხვედროდა

 

gh„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, თუ პრემიერს კომპეტენტური აზრი აინტერესებს, უფრო ხშირად აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

„პრემიერი უკვე მერამდენედ ხვდება ექსპერტებს, ჟურნალისტებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ის არ შეხვედრია გამგებლებს და მერებს. არ შეხვედრია მეცნიერებათა აკადემიის წევრებს. თუ კომპეტენტური აზრი აინტერესებდა, შეხვედროდა მეცნიერებს, საქართველოში უამრავი ტვინით გატენილი ადამიანი ცხოვრობს. ივანიშვილი არ შეხვედრია დევნილებს და მასწავლებლებს. რაკი ექსპერტებს და ჟურნალისტებს ხვდები, მათ იქით ჭკუის სწავლება კი არ უნდა დაუწყო, უნდა მოუსმინო. ექსპერტი იმისთვის არსებობს, რომ მან თავისი აზრი უნდა გამოხატოს. ცდება თუ არა, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. არ შეიძლება პრემიერმა მათ ჭკუა დაარიგოს”, – აცხადებს შაშიაშვილი.

მისი თქმით, რეგიონებში შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერი ხშირად უნდა აწყობდეს შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ, რათა პრემიერი უფრო ახლოს გაეცნოს რაიონებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, ეს კიდეც გავაჟღერეთ ზესტაფონში დიდ სახალხო შეკრებაზე, სადაც პრემიერიც იყო მიწვეული, მაგრამ სამწუხაროდ არ დასწრებია. პრემიერი გამგებლებს და მერებს არ შეხვედრია. ამიტომაც არის რეგიონებში ვითარება ასე რთული. იქ არსებობენ დაჯგუფებები, რომლებსაც მე პოლიტიკურ კანიბალებს დავარქმევდი, რადგან მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და სრულად აკონტროლებენ ვითარებას რეგიონებში, ეს ჯგუფები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილმა შექმნა. ასხედან თავზე მერებსა და გამგებლებს და ფაქტობრივად რეალური მმართველები არიან რეგიონების“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *