(timer.ge)”პოლიტიკური კანიბალები რეგიონებში ვითარებას სრულად აკონტროლებენ”

12“თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო ხშირად აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ხვდებოდეს.

“პრემიერი უკვე მერამდენედ ხვდება ექსპერტებს, ჟურნალისტებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ის არ შეხვედრია გამგებლებს და მერებს. არ შეხვედრია მეცნიერებათა აკადემიის წევრებს. თუ კომპეტენტური აზრი აინტერესებდა, შეხვედროდა მეცნიერებს. საქართველოში უამრავი ტვინით გატენილი ადამიანი ცხოვრობს. მწყინს ისიც, რომ ივანიშვილი დევნილებს და მასწავლებლებს არ შეხვედრია და რაკი ექსპერტებს და ჟურნალისტებს ხვდები, მათ იქით ჭკუის სწავლება კი არ უნდა დაუწყო, უნდა მოუსმინო. ექსპერტი იმისთვის არსებობს, რომ მან თავისი აზრი უნდა გამოხატოს. ცდება თუ არა, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. არ შეიძლება პრემიერმა მათ ჭკუა დაარიგოს”, – აცხადებს შაშიაშვილი.

მისი თქმით, რეგიონებში შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხშირად უნდა აწყობდეს.

“ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ, რომ პრემიერი უფრო ახლოს გაეცნოს რაიონებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, ეს გავაჟღერეთ ზესტაფონში დიდ სახალხო შეკრებაზე, სადაც პრემიერიც იყო მიწვეული, მაგრამ სამწუხაროდ არ დასწრებია. პრემიერი გამგებლებს და მერებს არ შეხვედრია. ამიტომაც არის რეგიონებში ვითარება ასე რთული. იქ არსებობენ დაჯგუფებები, რომლებსაც მე პოლიტიკურ კანიბალებს დავარქმევდი, რადგან მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და რეგიონებში ვითარებას სრულად აკონტროლებენ, ეს ჯგუფები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილმა შექმნა. ისინი თავზე ასხედან მერებსა და გამგებლებს და ფაქტობრივად რეგიონების რეალური მმართველები არიან” – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *