თემურ შაშიაშვილი: ესენი არიან პოლიტიკური მომღერლები ხელოვნებიდან

„ესენი არიან პოლიტიკური მომღერლები ხელოვნებიდან, რომლებიც ადრე შევარდნაძეს და სააკაშვილს დასდევდნენ, ეხლა მარგველაშვილს უმღერიან. სირცხვილია, ” – ასე ახასიათებს პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელოვნებისა და კულტურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კომპანიაში.
„როცა ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, ძალიან ცნობილმა ადამიანებმა , რომლებიც დღეს მარგველაშვილს დაყვებიან სოფელ-სოფელ, ხელი არ მოგვიწერეს, პოლიტიკაში არ ვერევითო.!.. ღმერთმა აცხონოს ოთარ მეღვინეთუხუცესი, მოვიდა ქალბატონ გურანდასთან ერთად, მაშინვე მოგვიწერა ხელი.
ხელი არ მოაწერეს ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით დაპატიმრებული ეროვნული კაცის განთავისუფლებას და მხარს უჭერენ ქართული ცნობიერების დამანგრეველი იდეოლოგიით შექმნილი „თავისუფლების ინსტრიტუტის“, „სოროსის ფონდის“ და ქართული პოლიტიკის სხვა ქვეყნების ინტერესებისათვის მანიპულირების მიზნით შექმნილ „ენ-დი-აის“ სათავეებთან მდგომ მარგველაშვილს.
სირცხვილია, რომ ამას აკეთებს კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი, მით უფრო, რომ ამას აკეთებენ არა შინაგანი რწმენით, არა პიროვნულად მარგველაშვილის მხარდაჭერის, არამედ იმის გამო, რათა გაიფუჭონ ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. ასე ებრძვიან საქართველოს და აკეთებენ სამარცხვინო განცხადებას, რომ საქართველო, ქართველი ერი ვალშია ბიძინა ივანიშვილთან. სწორედ ეს არის მონური ფსიქოლოგია და ბელადისადმი მსახურება. 21-ე საუკუნეში ბელადის მსახურება ყველაზე დიდი მონობაა, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ოდესმე ყოფილა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
პრეს-ცენტრი
04.10.2013



