(კვირის ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “მარგველაშვილი არ არის ივანიშვილის კანდიდატურა, ეს მისი გარემოცვიდან ვიცი!”

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იწყება ახალი მოძრაობა, სახელწოდება ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ დაახლოებით ასეთი იქნება:“ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გარეშე“. როგორც „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქრონიკასთან საუბარში აცხადებს. ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძალიან სჭირდება, მაგრამ სჭირდება თავისი გარემოცვის გარეშე, რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს და მას არასწორ გზაზე აყენებს.
– ბატონო თემურ , ძალიან მაინტერესებს, რამ მიგიყვანათ ამ მოსაზრებამდე და ვინ იქნება ამ მოძრაობაში გაერთიანებული? ალბათ ექსპერტებთან და ტელეჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეთ ასეთი დასკვნა?
– არ მინდა დავიჯერო, რომ ბიძინა იავანიშვილი ვინმეს აღზრდაზე ლაპარაკობს, არადა ამის კონტურებს ვხედავ. რაც მისი მხრიდან უდიდესი შეცდომაა.
– სხვათა შორის ჩვენი აღზრდა :“ნაციონალ ებმა უკვე სცადეს, მაგარმ ვერ შეძლეს.
– ნაციონალებმა სცადეს ჩვენთვის მენტალიტეტი შეეცვალათ, ბატონი ბიძინა პირიქით ცდილობს. ჭეშმარიტი ქართველებად აღგვზარდოს.
გოეთეს აქვს ერთი გენიალური ფრაზა – არ არსებობს ბოროტება, რომელიც ჩემში არ არისო. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანში ზის ბოროტება, მთავარია ის არ გააღვიძო, ბიძინა ივანისვილი ამ ბოროტებას აღვიძებს ყველა ადამიანში, აი, ეს არის დღეს კატასტროფა.
ჯერ ერთი, ადამიანმა თავის აღზრდაზე არ უნდა ილაპარაკო, პირველ რიგში, უნდა
აღზარდო საკუთარი თავი, ძლიერი ყოველთვის არის ის, რომელიც სხვას კი არა, საკუთარ თავს მოერევა. დაუკვირდი, ჩვენში ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, სხვას მოერიოს. შეიძლება ჟურნალისტებთან რაღაცაზე იკამათო, მაგრამ იქვე უნდა გაიხსენო, რეიგანის გამონათქვამი: „ხანდახან მინდა ყელში ვწვდე ამა თუ იმ ჟურნალისტს, ამ აგური ჩავარტყა თავში, მაგრამ მერე მახსენდება, რომ დემოკრატიული ქვეყის პრეზიდენტი ვარ და ჟურნალისტსაც უნდა ვემსახურო!“ უკეთესი რამ თქვაკენედიმ: „არავითარი კამათი ჟურნალისტებთან“!
პირიქით, მადლობას უნდა ეუბნებოდეს ჟურნალისტებს იმაზე, რასაც წერენ და უნდა ეხვეწებოდეს ექსპერტებს – მოდით და სიმართლე მითხარითო!.. დღეს პრემიერ მინისტრი პრესისაგან დანდობილია, გაცილებით მწვავე პუბლიკაციები უნდა იბეჭდებოდეს, თვითონ ხალხი ლაპარაკობს ამაზე. მე სადაც ჩავდივარ რეგიონებში,ყველა ემუბნება – პრესაში 10% -იც არ იწერება იმაზე, რა დღეში ვართო, ყველაფერს თავი დავანებოთ, დღეს სააკაშვილი საერთოდ ვერ უნდა ჩნდებოდეს საქართველოში. რა ხმა აქვს მას ამოსაღები, მთელი ქვეყანა ლამის შიმშილობს. კი, ბატონო, ადრე ხალხი ამას ვერ ამბობდა,ყველას ეშინოდა, ივანიშვილმა მისცა ლაპარაკის საშუალება. მაგრამ ამით რა შეიცვალა?.. ვისაც შიოდა, ისევ შია… მთავრობამ და ხელსიუფლებამ დღეს საქართველოში დიდი უიმედობა დაამკვიდრა, საქართველოში 80% იბრძვის არსებობისათის. 5% ცხოვრობს კარგად, 15% ცხოვრობს საშუალოდ. ამ 20%-ში ბრძოლა მიდის ან სკამებისთვის, ან მდგომარეობის შენარჩუნებისთვის. ამ 80%-ზე არ ფიქრობს არავინ.მდგომარეობა უმძიმესია. ახლა შეიძლება ისეთი რამე ვთქვა, რომ ბევრს არ მოეწონება. ვთქვათ – დღეს რა არის საქართველოში მთავარი კაპიტალი? ეს არის ინტელექტი და ბუნებრი ქვეყნის რესურსები. ჩვენ უფალმა ისეთი ბუნებრივი რესურსები მოგვცა, რომ ფეხქვეშ არავის არ უნდა ვეგებოდეთ. ვერ მოვიდა ისეთი ხელისუფალი, რომელიც ამ ყველაფერს გამოიყენებს.
– ბატონო თემურ, შეგახსენებთ,ისეთ რამ უნდა გეთქვათ, რომელიც ბევრს არ მოეწონებოდა
– ხმამაღლა ვაცხადებ – გასული წლის ოქტომბრის არჩევნები არ გახლდათ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, სააკაშვილი არავის აწყობს მსოფლიოში, დღეს რაც არ უნდა გააკეთოს, არავის აინტერესებს, ეს დამთავრებული ამბავია. კი ბატონო, სააკაშვილი გაუშვეს, მაგრამ როგორც გამსახურდიას და შევარდნაძის დროს გააკეთეს, როგორც მაშინ გაყვეს ხელისფლება, ერთი ნაწილი გააგდეს, ხოლო მეორე ისევ მოიყვანეს, ახლაც ასე მოხდა. მიხეილ სააკაშვილი ყველა ვარიანტში დამთავრდებოდა, მაგრამ აქ ივანიშვილის დიდი დამსახურება ის არის, ამას მე არ ვუკარგავ, მან აგვაცილა დაპირისპირება სააკაშვილის გუნდთან და სისხლისღვრა, დიდი მადლობა მას ამისთვის. მაგრამ დღეს პრემიერ-მინისტრს თვითონ მიჰყავს სიტუაცია დაპირისპირებისაკენ.
თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტად არჩეული, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე გაზაფხული. ხოლო თავად ბიძინა ივანიშვილს გასაქცევად ექნება საქმე. ერთხელ მარგველაშვილმა თქვა: ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ იმის გამო, რომ სააკაშვილი მოგვაცილაო… გაგიკვირდებათ, ამაში ვეთანხმები, თუმცა პრემიერ-მინისტრი დაიდგამს თუ არა მესამე ძეგლს თვითონ და ამავე დროს დაანგრევს თუ არა წინა ორს, ეს უკვე მასზეა დამოიდებული. მან უნდა ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, რასაც მოყვება მარგველაშვილის დამარცხება, არავითარი ძეგლის ნგრევა მე არ მინდა…
– ამ შემთხვევაში ჩვენ დილემის წინაშე ვდგავართ, თუ მარგველაშვილმა ვერ გაიმარჯვა, ივანიშვილი განაწყენებული მიდის პოლიტიკიდან და აღარაფერს აკეთებს.
– მე უკეთესი წარმოდგენა მაქვს ბატონ ბიძინაზე, ვიდრე ის ლაპარაკობს. თუ ამას გულით ამბობს, მაშინ მარგველაშვილი მისი დასამარება იქნება. აშკარად ვხედავ, ეს ადამიანი არ არის ივანიშვილის კანდიდატურა, ეს მისი გარემოცვიდანაც ვიცი. აიღეთ ივანიშვილის გამოსვლები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და შეადარეთ. ნახავთ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა. ასეთი სახესხვაობა როგორ შეძლო ამ ერთმა ადამიანმა, ძალიან მიკვირს. თუმცა ვიცი ეს რატომაც მოხდა. ბატონი ივანიშვილი თავიდან ბოლომდე დაექვემდებარა გარე ძალების ზემოქმედებას, როგორ შეიძლება ქართული ცნობიერების მატარებელმა ადამიანმა კანდიდატად დაასახელოს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი და სოროსის ფონდის დამაარსებელი? გარდა ამისა, პირდაპირ გეტყვით, დღეს საქართველოი სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი რომელი ორგანიზაციაა? ეს არის „ენ-დი-აი“ ახლა მითხარით არაო!…
– ამ საკითხში არ გეკამათებით…
– „ენ-დი-აი“ მარტო ქართულ ცნობიერებას კი არ ებრძვის, არამედ ქართული პოლიტიკით მანიპულირებს. ამ ორგანიზაციამ პოლიტიკოსები გადაკიდა ერთმანეთს, რათა უკეთესად გაძლიერდეს საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესები. ამ შემთხვევაში ძლიერდება ამერიკისა და რუსეთის ინტერესები. დაუკვირდით პოლიტიკა ამერიკელებს მიჰყავთ, ხოლო ეკონომიკა რუსეთის ხელშია. ჩვენ სააქციო საზოგადოებად გავქციეს, სადაც პაკეტის 50% ამერიკა ფლობს, ხოლო რუსეთი 50% – ს ჩვენ 1% -იც აღარ გვაქვს. დღეს ბედნიერია პუტინი, გაეროში გაოსვლისას სააკაშვილმა რვაჯერ რომ ახსენა.
თქვენ ხომ არ გგონიათ, გაეროში სააკაშვილმა სიტყვა რომ წარმოთქვა, საქართველოშია დაწერილი?! არა, ეს დაიწერა ერთ-ერთი ქვეყის სახელმწიფო დეპარტამენტში. მისი წამკითხავი არავინ იყო და გამოიყენეს სააკაშვილი. უგო ჩავესი ცოცხალი რომ ყოფილიყო, რუსების მიერ დაწერილი სიტყვით გამოვიდოდა.
იმითაც ვარ აღშფოთებული, რომ ახალი ხელსიუფლების მხარდამჭერებს შორის კარგი მომღერლებიც დავინახე, როდესაც ირაკლი ბათიაშვილი დააპატიმრეს და ბრალდება წაუყენეს, ინტელექტუარული მხარდაჭერა გამოუცხადა ემზარ კვიციანსო, ჩვენ მისი განთავისუფლების მოთხოვნით წერილი მოვამზადეთ. დღეს ვინც მარგველაშვილს დაყვება და გულზე მჯიღს იცემს, სწორედ მათ არ მოგვიწერეს ხელი. მე ვიყავი კოორდინატორი და მითხრეს, – პოლიტიკაში არ ვერევითო. დღეს კი იგივე ხალხი დაყვება მარგველაშვილს, „თავისუფლების ინსტიტუტის „ შემქმნელს. ეს არ არის ტრაგედია საქართველოსთვის? გვარებს ვერც კი ვამბობ, ძალიან მიყვარს ეს მსახიობები.
მეტსაც გეტყვით, როგდესაც ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე დაბრუნდა დევნილობიდან, პატარა სუფრა გაიმართა და იქ ვნახე რამდენიმე, რომლებიც ბურჯანაძეს ეფიცებოდნენ, თქვენზე დიდი პრეზიდენტი საქართველოში არ შეიძლება იყოსო. ხომ ხედავთ რა სისაძაგლეები წამოვიდა ზედაპირზე?
გაიხსენეთ სააკაშვილის მოსვლის პერიოდი, როცა ოპერის თეატრში გამართეს დიდი შეხვედრა, სწორედ ესენი იძახდნენ, დავიღუპებითო, სააკაშვილი თუ არ გახდა პრეზიდენტიო. მაშინვე ვეუბნებოდი, ხალხო, არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ – მეთქი?
– ეს ის შეხვედრაა,სადავ მუხრან მაჭავარიანი მიიყვანეს?..
– დიახ,მაშინ მუხრან მაჭავარიანსაც ველაპარაკე, პირად საუბარში ბოდიში მომიხადა, – რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია, ხომ იცი, რა ხდებაო… მაშინ მეც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი. პირდაპირ ვუთხარი, – მხარდაჭერას არ გთხოვ, მაგრამ მხარი ვის დაუჭირო , იცი მეთქი?! ამ ინტელიგენციამ ვერ ისწავლა ჭკუა. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ინტელიგენციის რაღაც ნაწილი სხვა ჭკუაზეა, მაგალითად, მერაბ ბერძენიშვილი. ვინმესთვის მხარი დაუჭერია, ან შევარდნაძისთვის, ან სააკაშვილისთვის?.. ამიტომაც არის ეს კაცი გარიყული.
ბიძინა ივანიშვილი მერაბ ბერძენიშვილთან ნამყოფიც არ არის, რატომ უნდა სჭირდებოდეს ამ ადამიანს, პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართოს?.. სხვათაშორის მერაბ ბერძენიშვილი არის ის კაც, რომელიც ივანიშვილისგან ფულს არასდროს იღებდა…
– არ აძლევდნენ, თუ არ იღებდა?
– არ იღებდა უარი თქვა… მან თქვა, მე მაქვს დასადგმელი ძეგლები,დადგით და
გადამიხადეთო. თუ ისე მომცემთ ფულს, მე არ ვიცი,რაში მეკუთვნისო. ჯერ ერთი, ამ კაცს გაუნადგურეს ყველაფერი, მე პირადად მეგონა,პრემისრ-მინისტრი პირველ რიგში დავით აღმაშენებლის ძეგლს დააბრუნებდა თავის ადგილზე, ისევ იგნორირებული და გარიყულია ეს ბუმბერაზი კაცი და ამ ქვეყანაში ისევ ტაკიმასხარები თარეშობენ.
– ბატონო თემურ, თქვენზე რატომ არის განაწყენებული ბიძინა ივანიშვილი?
– იმიტომ, რომ ხშირად ვაკრიტიკებ ,მაგრამ როგორც ჩანს მასთან ყველაფერი გადაბრუნებული მიაქვთ. მემას მოყვარის პოზიციიდან ვაკრიტიკებ. საქართველოში არსებობს ერთ-ერთი ძლიერი ექიმი – რამაზ ყურაშვილი. როგორც მან მითხრა, ჩვენს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული ყოფილა 1 მილიონი ადამიანი. მასვე ვკითხე – ივანიშვილი თუ შეგხვდა – მეთქი? – ივანიშვილი კი არა, ჯანდაცვის მინისტრიც კი არ შემხვედრიაო. მე ერთ-ერთი წამყვანი ექიმის ნათქვამს ვიმეორებ. რა შეიცვალა საქართველოში? …
კატასტროფულად დაეცა მიწების და სახლების ფასები. უცებ შემოცვივდნენ არაბეთიდან საეჭვო ჯგუფები და დაიწყეს ყველაფრის ხელში ჩაგდება. ამას ადრეც აკეთებდნენ,მაგრამ ეხლა აღარაფერს ერიდებიან.
დღეს ბიძინა ივანიშვილთან ყველა თამაშობს. შეხვდები მისი გარემოცვის წევრს, რაღაცას კითხავ და დაიწყებს, რა ვქნათ, მარგველაშვილი ვინ მიგდია, მაგრამ ბიძინას ხათრით ვაძლევ ხმასო . ბელადომანიით ასეთი დაავადება დიდი კატასტროფაა. შენ ხარ ბელადობით შეპყრობილი ხელოვანოი?.. წავა ბელადი და დარჩები მარგველაშვილის პირისპირ. 21 საუკუნეა, ხალხო, ასე ცხოვრება აღარ გამოვა!
ესაუბრა გელა ზედელაშვილი



