(newspress.ge) შაშიაშვილის ინიციატივით, არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ახალი მოძრაობა შეიქმნას

 

teპოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძალიან სჭირდება, თუმცა, მისი თქმით, გარემოცვის გარეშე.
მისი შეფასებით, გარემოცვა ივანიშვილს ხშირად არასწორ გზაზე აყენებს. შაშიაშვილის თქმით, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექიმნას პირობითი სახელწოდებით -„ივანიშვილი „ქართული ოცნების“გარეშე“, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თავად იქნება.
იგი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ უმეტესობა ხმას მას ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცემს. „ მარგველაშვილი არ არის პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატურა და მისი დასახელება ივანიშვილზე გარე ძალების ზემოქმედებითაა განპირობებული. თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტად არჩეული, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე გაზაფხული“- განაცხადა მან.
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *