(მედიანიუსი) მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არ არის _ თემურ შაშიაშვილი

 

9970shashiashvili1მოძრაობა ~თეთრების~ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის თქმით, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს ახალი მოძრაობა, პირობითი სახელწოდებით, „ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გარეშე“.

შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძალიან სჭირდება, მაგრამ მისი გარემოცვის გარეშე, რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს და მას არასწორ გზაზე აყენებს.

~თეთრების~ ლიდერის თქმით, მარგველაშვილი არ არის პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატურა და მისი დასახელება ივანიშვილზე გარე ძალების ზემოქმედებითაა განპირობებული.

„აიღეთ ივანიშვილის გამოსვლები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და შეადარეთ. ნახავთ, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა. ბატონი ივანიშვილი თავიდან ბოლომდე დაექვემდებარა გარე ძალების ზემოქმედებას. როგორ შეიძლება ქართული ცნობიერების მატარებელმა ადამიანმა კანდიდატად დაასახელოს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი და „სოროსის ფონდის“ დამაარსებელი?!, _ აცხადებს შაშიაშვილი.

მისივე აზრით, მარგველაშვილის წინააღმდეგ არის განწყობილი თვით ივანიშვილის გარემოცვის ბევრი წარმომადგენელი, მაგრამ ხმას ივანიშვილის ხათრით აძლევს.

“თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტად არჩეული, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე გაზაფხული“, _ აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *