(ivote.ge) თემურ შაშიაშვილი: „მარგველაშვილი არ არის პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატურა“

 

temiriშესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყოს ახალი მოძრაობა პირობითი სახელწოდებით, „ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გარეშე“. ამ მოძრაობის ერთ-ერთ ინიციატორს, „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძალიან სჭირდება, მაგრამ მისი გარემოცვის გარეშე, რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს და მას არასწორ გზაზე აყენებს.
შაშიაშვილი თვლის,რომ მარგველაშვილი არ არის პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატურა და მისი დასახელება ივანიშვილზე გარე ძალების ზემოქმედებითაა განპირობებული
„აიღეთ ივანიშვილის გამოსვლები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და შეადარეთ. ნახავთ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა. ბატონი ივანიშვილი თავიდან ბოლომდე დაექვემდებარა გარე ძალების ზემოქმედებას, როგორ შეიძლება ქართული ცნობიერების მატარებელმა ადამიანმა კანდიდატად დაასახელოს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი და „სოროსის ფონდის“ დამაარსებელი?
თეთრების ლიდერის თქმით მარგველაშვილის წინააღმდეგ არის განწყობილი თვით ივანიშვილის გარემოცვის ბევრი წარმომადგენელი, მაგრამ ხმას ივანიშვილის ხათრით აძლევს.
„ბელადომანიით ასეთი დაავადება დიდი კატასტროფაა, – აცხადებს თეთრების ლიდერი,-წავა ბელადი და დარჩები მარგველაშვილის პირისპირ. 21 საუკუნეა, ასე ცხოვრება აღარ გამოვა!“
შაშიაშვილი მძიმე პროგნოზებს აკეთებს მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც მისი თქმით: “თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტად არჩეული, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან მძიმე გაზაფხული…“
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *