(geonews.ge)საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გარეშე“ მოძრაობის დაწყება იგეგმება

არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს ახალი მოძრაობა პირობითი სახელწოდებით, „ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გარეშე“, – ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს.

 

მოძრაობის ერთ-ერთ ინიციატორის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძალიან სჭირდება, მაგრამ მისი გარემოცვის გარეშე, რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს და მას არასწორ გზაზე აყენებს. მისივე თქმით, მარგველაშვილი არ არის პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატურა და მისი დასახელება ივანიშვილზე გარე ძალების ზემოქმედებითაა განპირობებული

„აიღეთ ივანიშვილის გამოსვლები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და შეადარეთ. ნახავთ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა. ბატონი ივანიშვილი თავიდან ბოლომდე დაექვემდებარა გარე ძალების ზემოქმედებას, როგორ შეიძლება ქართული ცნობიერების მატარებელმა ადამიანმა კანდიდატად დაასახელოს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი და „სოროსის ფონდის“ დამაარსებელი?, – აცხადებს შაშიაშვილი.

შაშიაშვილის პროგნოზით, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტად არჩეული, მაშინ ძალიან მძიმე გაზაფხული გველოდება.

თეთრების ლიდერის თქმით, მარგველაშვილის წინააღმდეგ არის განწყობილი თვით ივანიშვილის გარემოცვის ბევრი წარმომადგენელი, მაგრამ ხმას ივანიშვილის ხათრით აძლევს.

 

„ბელადომანიით ასეთი დაავადება დიდი კატასტროფაა, – აცხადებს თეთრების ლიდერი,-წავა ბელადი და დარჩები მარგველაშვილის პირისპირ. 21 საუკუნეა, ასე ცხოვრება აღარ გამოვა!“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *