(newspress.ge)შაშიაშვილი – რუსები ცდილობენ მეტი შეცდომები დაგვაშვებინონ და მეტი აგრესიის უფლება მიიღონ

198941_137527276315997_2345779_nპოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განვითარებულ მოვლენებსა და მცოცავ აგრესიასთან მიმართებაში, ქვეყნის მართვაში მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციაა საჭირო.

მისი შეფასებით, რუსეთის ქმედებების პროვოცირება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებმა მოახდინა.

„სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლის შემდგომ საზღვარი მეტი სიჩქარით მოცოცავს თბილისისაკენ, დაიწყო საუბარი ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ხელშეკრულების გადახედვაზე, გამოჩნდა პირველი ნიშნები რუსეთში ქართველების შევიწროების. რუსეთმა ოლიმპიური ჩირაღდანი ცხინვალის ომის მონაწილე რუსეთის გმირთან დააკავშირა. არ ვეჭვობ, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტად გაგვაღიზიანონ, მეტი შეცდომები დაგვაშვებინონ და ამით მეტი აგრესიის უფლება მიიღონ“ – ამბობს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ იმ ხელისუფლების პირობებში ექნება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა აქვს.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *