(news.ge)”ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის გარიგება შედგა!”

198941_137527276315997_2345779_n“ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის გარიგება შედგა,” – ამის შესახებ “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული გარიგება ძალიან მარტივია, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილს ითხოვს და ამით “ქართულ ოცნებას” გაყალბების სრულ თავისუფლებას აძლევს.

“ეს არის მზაკვრული გარიგება ხალხის ზურგს უკან, ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შედეგი იქნება დასრულებული კოაბიტაცია, როგორც ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს უნდათ, ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალით – „ქართული ოცნებითა“ და „ნაციონალური მოძრაობით“… ამ გარიგების შედეგი იქნება დაქცეული საქართველო – ამერიკის პოლიტიკური ჯგუფების (თუ სექტების არა) მსახური პარლამენტითა და საერთოდ ხელისუფლებით. სიტყვა ხალხზეა, მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს მის ზურგს უკან გაკეთებული მზაკვრული გარიგება. მჯერა, ასეც მოხდება,” – განმარტავს თემურ შაშიაშვილი.

მისივე თქმით, ერთმანეთს, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები “წყლის ორი წვეთივით გავს.”

“არაფერი ახალი, დაპირებები უხვი, სტილი ერთი და იგივე – ამერიკული. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ნაცებიც და მეოცნებეებიც, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ხმამაღლა აცხადებენ, რომ 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო. იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში უცვლელად 20 წლით ერთ და იგივე პარტია, ან რომელი პარტია აანონსებს 20 წლით მოსვლას. ეს ხომ შეურაცხყოფაა ქვეყნისა და ხალხის. ისევე, როგორც შევარდნაძე ამბობდა, უბრალოდ კი არ უნდა ამირჩიოთ, არამედ დიდი პროცენტითო, იგივეს იმეორებდა სააკაშვილი და ზუსტად იგივე ტერმინოლოგიით მიმართავს ხალხს მარგველაშვილი,” – აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ამ ტიპის განცხადებების უკან დიდი გაყალბება იგეგმება და ეს ყველა წინა არჩევნებმა დაადასტურა. შაშიაშვილის აზრით გაყალბების გარეშე მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია, რადგან ამას ხალხის განწყობა ადასტურებს.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *