(geotimes.ge) თემურ შაშიაშვილი: გაყალბების გარეშე გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია

tem.1პარტია “თეთრების” ლიდერი, “სახალხო კრების” წევრი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების გარეშე “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია.

მისი განცხადებით, მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლებში არაფერი ახალი არ არის და ის შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსვლების მსგავსია.

“არაფერი ახალი. დაპირებები უხვი, სტილი ერთი და იგივე – ამერიკული” – აცხადებს შაშიაშვილი.

მისივე მტკიცებით, იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ხელისუფლებაში 20 წლით მოვიდა, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია.

შაშიაშვილი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისა და ხალხის შეურაცხყოფაა.

“კიდევ უფრო უარესი: შევარდნაძე ამბობდა – უბრალოდ კი არ უნდა ამირჩიოთ, არამედ დიდი პროცენტითო და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ მეტი მხარდაჭერა მქონდესო. ზუსტად იგივე გაიმეორა სააკაშვილმა, ზუსტად იგივე ტერმინოლოგია აქვს მარგველაშვილს. იგივე სიტყვები წარმოთქვა მან ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას. ამ ტიპის განცხადებების უკან რომ დიდი გაყალბება იგეგმება, ეს ყველა წინა არჩევნებმა დაადასტურა. გაყალბების გარეშე რომ მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია, ამას ხალხის განწყობა ადასტურებს” – აცხადებს პარტია “თეთრების” ლიდერი.

ამასთან, შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” შთანხმებულად მოქმედებენ.

“გარიგება მარტივია: „ნაცმოძრაობა” ითხოვს არა პირველ, არამედ მეორე ადგილს და ამით გაყალბების სრულ თავისუფლებას აძლევს „ოცნებას”. ეს არის მზაკვრული გარიგება ხალხისა ზურგს უკან, ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შედეგი იქნება დასრულებული კოაბიტაცია, როგორც ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს უნდათ, ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალით – „ქართული ოცნებითა” და „ნაციონალური მოძრაობით”. ამ გარიგების შედეგი იქნება დაქცეული საქართველო – ამერიკის პოლიტიკური ჯგუფების (თუ სექტების არა) მსახური პარლამენტითა და საერთოდ ხელისუფლებით” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *