(geonews.ge) ნაცების მსგავსად, მეოცნებეებიც ხმამაღლა აცხადებენ, 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის გარიგება შედგა, რომლის მიხედვით, „ნაცმოძრაობა“ ითხოვს არა პირველ, არამედ მეორე ადგილს და ამით გაყალბების სრულ თავისუფლებას აძლევს „ოცნებას“.

 

შაშიაშვილი მზაკვრულ გარიგებად აფასებს შეთანხმებას, რისი შედეგიც, მისივე თქმით, იქნება დასრულებული კოაბიტაცია, როგორც ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს უნდათ, ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალით – „ქართული ოცნებითა“ და „ნაციონალური მოძრაობით“.

„როგორც როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის და მისი პროტეჟე მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები. არაფერი ახალი, დაპირებები უხვი, სტილი ერთი და იგივე – ამერიკული, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

„რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ნაცებიც და მეოცნებეებიც, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ხმამაღლა აცხადებენ, რომ 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო. იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში უცვლელად 20 წლით ერთ და იგივე პარტია, ან რომელი პარტია აანონსებს 20 წლით მოსვლას. ეს ხომ შეურაცხყოფაა ქვეყნისა და ხალხის“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, როგორც შევარდნაძე ამბობდა, უბრალოდ კი არ უნდა ამირჩიოთ, არამედ დიდი პროცენტითო, იგივეს იმეორებდა სააკაშვილი და ზუსტად იგივე ტერმინოლოგიით მიმართავს ხალხს მარგველაშვილი. მიაჩნია, რომ ამ ტიპის განცხადებების უკან რომ დიდი გაყალბება იგეგმება, და ეს ყველა წინა არჩევნებმა დაადასტურა.

მისივე თქმით, გაყალბების გარეშე რომ მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია, რადგან ამას ხალხის განწყობა ადასტურებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *