მაუწყებლობა დაიწყო „ქართულმა ტელევიზიამ“

 

brifingiქართულ სატელევიზიო სივრცეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელეარხი შეემატა. „ტელევიზია ქართული“, ასე ქვია ახალ არხს და როგორც მისი შემოქმედებითი კოლექტივი პირდება საზოგადოებას, ეს იქნება ეროვნულ ცნობიერებაზე და ამავე დროს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაყრდნობილი დამოუკიდებელი ტელეარხი.

არხმა სრულმასშტაბიანი მაუწყებლობა 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე – სვეტიცხოვლობას დაიწყო. ის განთავსებულია შენობაში, სადაც 1918 წელს გერმანული სამხედრო მისიის მხარდაჭერით პირველი ქართული რადიო იქნა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ „ქართული ტელევიზია“ მაუწყებლობას ახორციელებს უფასო თანამგზავრულ სატელევიზიო პაკეტში, რომელშიც შედის სულ 8 ტელეკომპანია, როგორიც არიან პირველი არხი, “იმედი”, “რუსთავი 2”, “მაესტრო”, აჭარის ტელევიზია, “25-ე არხი” და “ტვ-3. მისი  მაუწყებლობა თანამგზავრის საშუალებით ვრცელდება პორტუგალიიდან ურალის ქედამდე. არხის პარამეტრებია – Turksat11472  MHz, S/R 23450, Pol:H, FEC 5/6.

არხის შემოქმედებითმა კოლექტივმა მთავარი  პროდიუსერის, თამარ ბერიაშვილის ხელმძღვანელობით გაავრცელა განცხადება, სადაც ჩამოყალიბებულია „ქარტული ტელევიზიის მთავარი პრიორიტეტები:

ამ მოვლენასთან დაკავშირებით  შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომლის მთავარი პროდუსერია თამარ ბერიაშვილი სპეციალური განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენ მაუწყებლობის პირველი დღე სვეტიცხოვლობის დღესასწაულს დავამთხვიეთ.

სიმბოლურია, რომ ტელევიზია განთავსებულია შენობაში, სადაც 1918 წელს გერმანული სამხედრო მისიის მხარდაჭერით პირველი ქართული რადიო იქნა დამონტაჟებული.

ჩვენს არხს „ქართული ტელევიზია“ ვუწოდეთ, რადგან ჩვენი შეხედულებით ქართული ნიშნავს ეროვნულსაც და პლანეტარულსაც. Aამიტომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან ერთად ჩვენ ეროვნულ ღირებულებათა დამცველებიც ვიქნებით.

იმედი გვაქვს, რომ ყველას მხარდაჭერით ჩვენი ტელევიზია წარმატებული იქნება.“

ჩვენ  წარმატებას ვუსურვებთ  „ქართულ ტელევიზიას“. იმედი გვაქვს, რომ დატვირთულ სატელევიზიო სივრცეში ის ღირსეულ და გამორჩეულ ადგილს დაიკავებს როგორც ეროვნული, ასევე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მსახურებით.

 

“თეთრების” პრეს-ცენტრი

14.10.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *