(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ,,თუ არჩევნები არ გაყალბდა, პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდება”

 

148949_235853443195158_1336981725_n„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოში არჩევნები შესაძლოა ამერიკის გავლენიანი დაჯგუფებების სცენარით წარიმართოს. კერძოდ, მისი მონაცემებით შიდა პრობლემების გამო ამერიკის პრეზიდენტი ობამა იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს გავლენიან კონგრესმენებთან, მაკეინ-ლიბერმანის დაჯგუფასთან, რომლებიც სააკაშვილის მფარველები არიან.

„სააკაშვილის პატრონები ობამას დაიყოლიებენ, რომ სააკაშვილი არ დააპატიმრონ, „ნაცმოძრაობა“ გადარჩეს, ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდეს, საქართველოში ყველა პარტია მოკვდეს და კოაბიტაცია 27 ოქტომბერს მართლაც დამთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეერთდნენ!.. მარგველაშვილის მიერ დაანონსებული კოაბიტაციის დასრულება და ამათი შეერთება ამერიკაშია გადაწყვეტილი და ეს მარგველაშვილს არ გადაუწყვეტია!..“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი აზრით, მოვლენების მსგავსი სცენარით წარმართვა დამღუპველი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე თვით ბიძინა ივანიშვილისთვის: „ვინც მარგველაშვილს უჭერს მხარს, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს!..“ – აცხადებს შაშიაშვილი.

მისი თქმით თუ არჩვენები არ გაყალბდა, „სახალხო კრების“ კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს აქვს რეალური შანსი გამარჯვებისა, ხოლო თუ ადგილი ექნა გაყალბებას, შაშიაშვილი 2014 წელს მძიმე გაზაფხულს პროგნოზირებს. მისი თქმით,“ხალხი აღარ მოითმენს ამდენ შეურაცხყოფას!.. ამ მთავრობას გაქცევა მოუწევს…“

„თეთრების“ ლიდერი ხალხს არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს : „ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე და ვერ გააყალბებენ! ვინც არჩევნებზე არ მივა, ის მხარს უჭერს ამერიკული სექტების წარმომადგენლის – გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას საქართველოში!..“ – აცხადებს თეთრების ლიდერი, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამას, თუმცა თვლის რომ მის განხორციელებას რამდენიმე ობიექტური სიძნელე ახლავს თან:პირველი -შაშიაშვილის აზრით, ამ პროგრამას დღევანდელი მინისტრების 90 პროცენტი ვერ გაუძლებს დამეორე- ეს პროგრამა განაჩენია „ნაც მოძრაობისათვის“, სწორედ ამიტომ, ბურჯანაძეს „ნაცებიც“ და ოცნებაც“ ერთნაირი შემართებით ებრძვიან როგორც ნაცმოძრაობის, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *