„თეთრების“ განსაკუთრებული პოზიცია

  •  ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა
  • დასაწყებია დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენადოცნებისადანაცებისგარეთეს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც იქნება!

 

უამრავ ადამიანს ვხვდები, რომელთათვის ნინო ბურჯანაძე მიუღებელი იყო, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ხმამაღლა ადასტურებს მისდამი მხარდაჭერას, – აცხადებს თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, –  ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და ეს არის “სახალხო კრების” პოზიციაც, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ამ პოლიტიკურ სიტუაციაში გაცილებით მეტად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა, რადგან ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ გაეგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქმედებაში სრულად იქნას მოყვანილი ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი, რომელსაც “ქართული ოცნება” და კოაბიტაციის პროცესი ულმობლად ანადგურებს.

კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ ძლიერ და თავის თავში დარწმუნებულ, ქვეყანაზე შეყვარებულ პოლიტიკოსს, მით უფრო ხელისუფალს, ჰაერივით სჭირდება ასეთი პიროვნების გვერდით დგომა. არ შევცდები, თუ ვიტყვი: ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა. გულწრფელად მინდა, პირველი იყოს“.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ დასაწყებია დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც იქნება!

პრეს-ცენტრი

16.10.2013წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *