(news.ge) შაშიაშვილი: ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ გაეგება

brifin“თეთრების” ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის “არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა.”

მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა მიუღებელი იყო, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ და მის მხარდაჭერას, ხმამაღლა ადასტურებენ.

„უამრავ ადამიანს ვხვდები, რომელთათვის ნინო ბურჯანაძე მიუღებელი იყო, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ხმამაღლა ადასტურებს მისდამი მხარდაჭერას. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და ეს არის “სახალხო კრების” პოზიციაც, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ამ პოლიტიკურ სიტუაციაში გაცილებით მეტადბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა, რადგან ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ გაეგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქმედებაში სრულად იქნას მოყვანილი ბიძინა ივანიშვილისპოტენციალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და კოაბიტაციის პროცესი ულმობლად ანადგურებს.

კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ ძლიერ და თავის თავში დარწმუნებულ, ქვეყანაზე შეყვარებულ პოლიტიკოსს, მით უფრო ხელისუფალს, ჰაერივით სჭირდება ასეთი პიროვნების გვერდით დგომა. არ შევცდები, თუ ვიტყვი: ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა. გულწრფელად მინდა, პირველი იყოს. დასაწყებია დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ესბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც იქნება!” – აცხადებს შაშიაშვილი.

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *