(ivote.ge)მზაკვრული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

როგორც შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ ისე აფასებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას მარგველაშვილის მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის არმიღების შესახებ.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სარგებლობს რა, ხალხის კეთილი განწყობით და მიიჩნევს რა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეასრულოს დასავლეთის გარკვეული დაჯგუფებების დავალება მარგველაშვილის გაპრეზიდენტების თაობაზე, მიდის დემოკრატიული აზროვნებისა და დემოკრატიულ პრონციპებისათვის აბსოლუტურად მიუღებელზე, როცა ამბობს, რომ თუ მისი პროტეჟე პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს, მან მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს უკვე შანტაჟის გზაა,რაც შეურაცხმყოფელია საქართველოსათვის, საქართველოს მოსახლეობისათვის, ქართული აზროვნებისათვის.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
მისი თქმით, დამაფიქრებელია, რომ ამ ანტიდემოკრატიულ გამოთქმას მყისიერი შეფასება არ მოჰყვა ამერიკაში, საერთოდ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. გავიხსენოთ როგორი მომენტალური და მკვეთრი შეფასებები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის 20 იანვარს დასრულებასთან დაკავშირებით. კანონიერ მოთხოვნას დასავლეთის პროტესტი მოჰყვა, უკანონო და ანტიდემოკრატიულ განცხადებას, ოფიციალური წრეების სრული დუმილი. სწორედ ეს ადასტურებს, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება – დიდი შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ.
„ამ აზრს გვიძლიერებს ნიუ–იორკის საიტზე chictopia.com გამოქვეყნებული ამერიკელი პოლიტტექნოლოგების სკანდალური ინსტრუქცია “ნაციონალურ მოძრაობას” ენ-დი-აის მომავალ კვლევებთან დაკავშირებით: ნახეთ, რა მზაკვრული რჩევა და ჩანაწერია: გთავაზობთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა „NDI“-დან გამოაქვეყნონ კვლევის ისეთი შედეგები, რომელიც არ დაუშვებს დაეჭვებას:1. მეორე ტურის პერსპექტივაში; 2. დავითი ბაქრაძის მეორე ადგილში; 3. ბურჯანაძის პოზიციების სრულ უპერსპექტივობაში..“
შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეთრების“ პოზიციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან, მით უფრო, „ნაციონალების“ დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციიდან და უნდა დავიწყოთ დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული მიზნების გადარჩენაც იქნება! – მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს



