(ალია)თემურ შაშიაშვილი :”დაგღუპავენ მაქებრები, ბატონო ბიძინა!”..

 

temiriთემურ შაშიაშვილმა ორიოდე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეშფოთებულია იმ მსახიობ მომღერლების ქცევით, რომლებიც ყოველდღე იცვლიან პოლირიკურ მრწამსს, დღეს ერთი პოლიტიკოსის გვერდით არიან, ხვალ – სხვის გ ვერდით.

ამ საკითხზე თემურ შაშიაშვილს „ალია” ესაუბრა.

– ბატონო თემურ, თქვენ ყოველთვის იცავდით ინტელიგენციას, ამჯერად რამ შეგაშფოთათ?

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ, რომ ჩემს ამ პოზიციას ყურადღება მიაქციეთ. მე მხოლოდ ერთი რამ მაბრაზებს და მაშფოთებს, აქამდე ყველა ვლაპარაკობდით, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „სოროსის ფონდი“ არის ქართული ცნობიერების მტერი იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციები, კი მაგრამ, რა შეიცვალა უცბად? ერთ-ერთი უპირველესი იდეოლოგი და დამფუძნებელი ამ ორგანიზაციების არის მარგველაშვილი, რომლის გვერდითაც მთელი  ელიტა შეიკრიბა.

– ისინი ხომ რეალურად ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდნენ?

– მე ერთი რამ დავინახე. აშკარაა, რომ ქვეყანაზე არ ფიქრობენ, არამედ საკუთარ bidzina ivთავზე. ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფნა უხარიათ, ვიდრე საქართველოს კეთილდღეობა, ვინ მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი? იგივე ინტელიგენციამ. იგივე ხალხმა მოიყვანა, ვისაც მოჰყავს დღეს მარგველაშვილი.

– კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

– მე სწორედ ამ ინტელიგენციას ვგულისხმობ, რომლებიც ოპერაში შეიკრიბნენ და თქვეს,  თუ სააკაშვილი არ მოვა დავიღუპებითო . მე მაშინ ვუპასუხე, ჩემი მეგობრები ხართ და ასე ნუ იქცევით – მეთქი. არ აკლდა არც ერთი თეატრის წარმომადგენელი იმ შეხვედრას. იგივე ხალხია ახლაც, რომლებიც დაყვებიან მარგველაშვილს. ბევრ მათგანთან მქონდა საუბარი, მეუბნებიან,რა ვქნათ, ბატონმა  ბიძინამ დაგვირეკაო. არ უნდა დაურეკო რეზო ჩხეიძეს და არ უნდა უთხრა, რომ მივიდეს ვინმესთან შეხვედრაზე. რეზო ჩხეიძე ბევრად დიდია, ვიდრე ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატი და არ უნდა ეახლოს მას. ბევრად დიდია ომარ მხეიძე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი. მე ადამიანებზე იმიტომ მწყდება გული, რომ ხალხი მათ უყურებს.  პოლიტიკოსების ხალხს ნაკლებად სჯერა და თავადაც იქცნენ ეგრეთწოდებულ ინტელიგენციად, რომელიც ნდობას კარგავს საზოგადოების თვალში. ჩემთვისუსაყვარლესი ოჯახია თაბუკაშვილების ოკახი. მე ბედნიერივარ, რომ მათ ახლოს ვიცნობდი. ამას წინათ ლაშა თაბუკაშვილს ეკითხებიან, ვის დაუჭერ მხარსო,ამბობს მარგველაშვილსო. ჩემი შვილის ნათლიაა ლაშა და გული მწყდება, რომ ამდენი გაზეთია, იქიდან მაინც არ იღებს ინფორმაციას, ვინ არის  მარგველაშვილი?

– როგორ ფიქრობთ ივანიშვილის გადაწყვეტილების შეცვლა ინტელიგენციის რომელიმე წარმომადგენელს შეეძლო?

– ტრაგედია ის არის, რომ საქართველოში ვირჩევთ პრეზიდენტებს ისე, რომ არც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიცით, და არც მათი აზროვნების მდგომარეობა. აზროვნება ავადმყოფური აქვს ყველას, ვინც იბრძოდა ქართვული ცნობიერების წინააღმდეგ. ესენი იყვნენ ენ-დი-აი , სოროსი, თავისუფლების ინსტიტუტი, მე ვეკითხები ჩემთვის საყვარელ ინტელიგენციას, რამ შეგცვალათ? მოითხოვეთ,გამოქვეყნდეს კანდიდატების ჯანმრთელობის დასკვნა. ალიაში გამოქვეყნდება ეხლა ეს სტატია და შევახსენებ მათ, მოითხოვონ ჯანმრთელობის ცნობა იმ ხალხის, ვინც წამყვანი კანდიდატებია, ხომ საუბრობენ ცალკეული ადამიანები, რომ სააკაშვილს უმძიმესი ავადმყოფობა ჰქონდა და ძლივს გადარჩა. დღესაც დუმან ექიმები, რომლებმაც იციან, რომ არის პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი, რომლებსაც უმძიმესი ავადმყოფობა აქვს.  რას ერჩით ქართველებს, ქართველო ექიმებო?

 – ნინელი ჭანკვეტაძის განცხადებამ, რომ ერი ვალშია ბიძინა ივანსვილთან, ბევრი აღაშფოთა. თქვენ გრძნობთ თავს მოვალედ?

– ნინელი ჩემთვის ახლობელი პიროვნებაა და ძალიან შემაწუხა იმან, როცა თქვა, თურმე ყველავალში ვართ ბიძინა ივანსვილთან. დავით აღმაშენებელთან არ არის საქართველო ვალში. როგორ  შეიძლება ქვეყანა იყოს ვალში ერთ კაცთან. მაშინ მე რა ვუთხრა ასეთ ქვეყანას? მაწუხებს ის, რომ ბიძინას მიჰყავს ქვეყანა ასეთი არასწორი არჩევნებისკენ. გაზაფხულზე ვნახავთ ამის შედეგებს. წავა მერე ის ინტელიგენცია და სხვას მოძებნიან.

დაგვღუპავენ, მაქებრები, ბატონო ბიძინა. როცა ხელისუფლებაში მოდიოდით, მეგონა იმდენი სამუშაო იქნებოდა, ოფილი წამოუვიდოდა ხალხს მუშაობისაგან,მაგრამ ეხლა ვხვდები, გადაბრუნდებიან ჩვენი წინაპრები საფლავებში ასეთი ცნობიერების მქონე ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანით. გმინავს ხალხი გაჭირვებისგან, ბატონო ბიძინა.. მერიასთან  30 მათხოვარი ზის და იცით ეს? მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე მაშინ იყო., ყრუ კედელი გაჩნდა  პრემიერს და ხალხს შორის. ხალხს აქეთ ამადლის თავს. ხომ მოგაშორეთ „ნაციონალებიო“ რომ იძახის, ჩემი ოჯახი ჩემი სიწმინდეაო,, სხვისი ოჯახი სიწმინდე არ არის? რატომ არ სცემს პატივს ჩვენს ოჯახებს, ჩვენი ინტელიგენციაც ამ არაქართული ცნობიერების მქონე ადამიანებისხელში სათამაშოდ იქცა. ბიძინას უყვარს მაქებრები. ვინც ოდნავ მასზე რაიმე თქვა, ყველა იგნორირებულია, გიგანტი ადამიანები არ დაიყენა გვერდით, მაგალითად მერაბ ბერძენიშვილი, რადგან იცოდა, მას არ შეაქებდა.

 

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *