(sazogadoeba.ge) „ოცნებისა“ და „ნაცების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა დიდი შეთანხმების ნიშანია

198941_137527276315997_2345779_n„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ რიტორიკა ამ ორი პოლიტიკურ ძალას შორის დიდი შეთანხმების ნიშანია.

„ერთ ხმაში მიდის საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების არამიზანშეწონილობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ შედგება, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი მეორე ადგილზე გავა. აშკარაა, რომ ეს არის ორი პოლიტიკური ძალის კომპრომისული შეთანხმება. რაც აძლიერებს აზრს, რომ მოხდება დიდი გაყალბება, რადგან თუ დავაკვირდებით ხალხის განწყობას, გავაანალიზებთ, დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს, დამოუკიდებელ სოციოლოგიურ გამოკითხვების შედეგებს, დავრწმუნდებით, რომ პრეზიდენტის პირველივე ტურში გამოვლენა, მით უფრო „ნაცების“ კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლა დიდი გაყალბების გარეშე წარმოუდგენელია,“- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით იკვეთება მიზნებიც – ეს იქნება პოლიტიკური ნიშანი მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა ენდობა დღევანდელ პარლამენტს, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნებით“ და „ნაცმოძრაობით“ არის დაკომპლექტებილი, არასაპარლამენტო ოპოზიცია არ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით და არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა.

„საპარლამენტო პარტიების რიტორიკა ემსახურება ე.წ. კოჰაბიტაციას, ქვეყნისათვის მისი დამანგრეველი მიზნით – „ოცნებისა“ და „ნაცების“ შემადგენლობით ქვეყანაში ორპარტიული სისტემის დამკვიდრებას და დღეს პარლამენტს გარეთ არსებული პარტიების პოლიტიკურ განადგურებას, ეს ეწინააღმდეგება მოსახლეობის რეალურ განწყობას, რომელიც ელოდება არჩევნების მეორე ტურს მარგველაშვილი – ბურჯანაძის მონაწილეობით. დემოკრატიის მამები ამბობდნენ: დემოკრატია არჩევნები კი არა, არჩევანის თავისუფლებაა. როცა შენს სამშობლოში ათასგვარი მანიპულაციებით არ გიტოვებენ არჩევანის თავისუფლებას და უმაღლესი თანამდებობის პირები იმპერატიული ტონით თავს გახვევენ თავიანთ არჩევანს, ხმების დათვლაც მათ ხელშია – ეს დემოკრატია რომ არ არის, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – ეს შეურაცხმყოფელია მოსახლეობისთვის და ბელადომანიას ამკვიდრებს ქვეყანაში. ამ არჩევნებმა მთელს მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიულ ფასეულობათა პატივისმცემელია. ეს ყველას გამარჯვება იქნება“, – ნათქვამია “თეთრების” ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *