(ალია) თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს

temჩვენ დღეს ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, რატომ არავის ახსენდება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს ჯანმრთელობის ცნობა მოთხოვოს დარეგისტრირებისას? თუ ამერიკაში კანდიდატებს კბილებსაც კი უმოწმებენ, ჩვენ რა უბედურება გვჭირს, პრეზიდენტად გიჟი რომ დაგვიჯდება ხოლმე? ერთადერთი, ვისაც ეს საკითხი გაახსენდა, “სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილია. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა. ამის შესახებ მან საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„არ ვიცოდი“…, „რომ მცოდნოდა…“ – მსგავსი სახის არაერთი გამოქმა პოლიტიკოსთაmisha აბსოლუტური უმრავლესობისათვის წარსულის შეცდომების გამართლებად იქცა. ერთი შეხედვით შესაძლოა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის ეს პრობლემა დასრულებულია, რადგან მსგავსი პოლიტიკოსების მიმართ ხალხის პატივისცემა პრაქტიკულად განულებულია, მაგრამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. დავაკვირდეთ, ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, საკუთარ ქმედებას დღეს იმით ამართლებენ, რომ თურმე არ იცოდნენ, საბჭოთა კაგებეს დაქვემდებარების სასაზღვრო ჯარებში რომ მსახურობდა, დასავლეთის მასონური წრეების და ათასგვარი ჯურის სექტების პროტეჟეც რომ გახდა შემდგომში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხური ლობისტური ფირმის „პეტერსონ ბელქნაფის“ ინტერესებს რომ იცავდა. თურმე არც ის იცოდნენ, რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოს ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა და ბევრი სხვა რამ „არ იცოდნენ“.

სააკაშვილთან დაკავშირებით რომ ტყუოდნენ, ფაქტია, რადგან ყველაფერი გამოქვეყნდა. ამის თაობაზე უამრავი ადამიანი წერდა. მეც ბევრი ვთქვი – 1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი, დოკუმენტალურად ვასაბუთებდი.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო. ამ დროს მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმაც არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია. ქვეყანა კი დაღუპეს.
დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კვლავ პრინციპულად ვაყენებ ამ საკითხს. გამოქვეყნდეს პრეზიდენტობის კანდიდატების, განსაკუთრებით კი მთავარი პრეტენდენტების, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა.

ხალხში ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. ნევროლოგებმა ბევრი იციან, სამწუხაროდ დუმან. არა მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს.

burjanadzeმინდა ვიფიქრო, რომ ამ პოზიციას გაიზიარებენ ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები. საარჩევნო კომისია მიმართავს შესაბამის სამედიცინო უწყებებს რათა საჯარო გახდეს მოსახლეობისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების giorgi margჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ შემთხვევაში გამოვხატავ არა მარტო „თეთრების“, არამედ ყველა იმ ადამიანის განწყობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს უმაღლეს თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც აზროვნება აქვთ ავადმყოფური. თუ მეორეს გარკვევა ძნელია, პირველის პრობლემა ნამდვლად არ არსებობს, თუ ამის პოლიტიკური ნება აქვს „ქართულ ოცნებას“.

ამას დღეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას თითქმის იგივე პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, იგივე ინსტიტუტები („თავისუფლების ინსტიტუტი“, „სოროსის ფონდი“, ენ-დი-აი) უწყობენ ხელს, იგივე ადამიანები, განსაკუთრებით ინტელიგენციიდან ტრიალებენ მის ირგვლივ, ვინც თავის დროზე სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოახდინეს.
შეცდნენ, ბოდიშს არ იხდიან, უტეხად ლანძღავენ განსხვავებული პოზიციის მქონეთ. ეს მათი ნება და პოლიტიკური კულტურაა. მაგრამ დღესაც ცხრა წლის წინანდელი შეცდომა კვლავ რომ არ გაიმეორონ, ხოლო შემდეგ თავი გაიმართლონ, არ ვიცოდითო, გადავდგათ ეს ჯანსაღი პოლიტიკური ნაბიჯი, რითაც ან დადასტურდება, ან უარყოფილი იქნება, რა მითქმა-მოთქმაც ხალხშია და, რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

აღნიშნულის თაობაზე პარასკევს, 25 ოქტომბერს გაიმართება საგანგებო ბრიფინგი”.

“ალია”: ერთმა საკითხმა დაგვაინტერესა, თუ რა ცუდი ინფორმაცია ვრცელდება ხალხში . თუმცა კულუარულ დონეზე ეს ცნობილია, მაგრან ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციაში ჩაგვითვლიან. არადა ამბობენ თავის დროზე ძალიან მაგარი ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს მიღებული და ძალიან ხშირად აჟუილებსო.

– ბატონო თემურ, იქნებ აგვიხსნათ, რა ინფორმაციაა ხალხში, რა ხდება?

– ახლა ექიმებმა ეს ინფორმაცია ან უნდა დაადასტურონ, ან უარყონ. მათ თავად იციან, ვისზეა საუბარი. მე ვისურვებდი, უარეყოთ და ეს იყოს ტყუილი. მე არ ვსაუბრობ იმაზე, ვის ფეხი ტკივა და ვის – კბილო. აქ აუბარია ნევროლოგიის მიმართულებით ავადმყოფობაზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ მსგავსი არაფერი არსებობს. სააკაშვილთან დაკავშირებით რაც მოგვივიდა, ეს ფაქტია. და ვერსად გავექცევით. ამ ინფორმაციას მაინც ვერავინ დამალავს და არჩევნების მერე კიდევ უფრო გააქტიურდება.მე ვსაუბრობ არა იმაზე, რომ ეხლა ჩატარდეს გამოკვლევები, არამედ იმაზე, რაც უკვე დევს სამედიცინო დაწესებულებებში.

– თუ რამე არსებობს, აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს, ჩვენ ძალიან მწარე გამოხდილება გვაქვს.

– სააკაშვილზე მერე დაიწყეს, არ ვიცოდითო. ჩაი რომ დალიაპარლამენტში, მაშუინ შევნიშნე, რომ რაღაც ვერ იყოო. სხვათა შორის, ძალიან სერიოზული მასალები იდო ჯერ კიდევ 2004 წელს და არა მხოლოდ სააკაშვილზე, სამ ოთხ კაცზე იყო გამოკვლევები. მაგრამ ყველაფერი დამალეს.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *