(პრაიმ-ნიუსი)თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს

gh “თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს.
ამის შესახებ ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა. მისი თქმით მსგავსი დასკვნის მიჩუმათების გამო ქვეყანამ უმძიმესი შედეგი მიიღო სააკაშვილის პრეზიდენტობის სახით.
„ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, საკუთარ ქმედებას დღეს იმით ამართლებენ, რომ თურმე „არ იცოდნენ“, რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოს ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა, – ნათქვამია შაშიაშვილის განცხადებაში, -პირადად მე 1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი, დოკუმენტალურად ვასაბუთებდი. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო. მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმაც არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია. ქვეყანა კი დაღუპეს“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კვლავ პრინციპულად ვაყენებ ამ საკითხს. მოვითხოვ, გამოქვეყნდეს პრეზიდენტობის კანდიდატების, განსაკუთრებით კი მთავარი პრეტენდენტების, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა. მინდა ვიფიქრო, რომ ამ პოზიციას გაიზიარებენ ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები. საარჩევნო კომისია მიმართავს შესაბამის სამედიცინო უწყებებს რათა საჯარო გახდეს მოსახლეობისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობა“.
„თეთრების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხალხში ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. ნევროლოგებმა ბევრი იციან, სამწუხაროდ დუმან. რაც ქვეყნისთვის კარგი არ უნდა იყოს.
„გამოვხატავ არა მარტო „თეთრების“, არამედ ყველა იმ ადამიანის განწყობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს უმაღლეს თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც აზროვნება აქვთ ავადმყოფური. თუ მეორეს გარკვევა ძნელია, პირველის პრობლემა ნამდვლად არ არსებობს, თუ ამის პოლიტიკური ნება აქვს „ქართულ ოცნებას“. ამას დღეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას თითქმის იგივე პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, იგივე ინსტიტუტები („თავისუფლების ინსტიტუტი“, „სოროსის ფონდი“, ენ-დი-აი) უწყობენ ხელს, იგივე ადამიანები, განსაკუთრებით ინტელიგენციიდან ტრიალებენ მის ირგვლივ, ვინც თავის დროზე სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოახდინეს. – აცხადებს შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში“
აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრების ლიდერი აპირებს სპეციალური ბრიფნგის გამართვას 25 ოქტომბერს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *