(geotimes.ge)შაშიაშვილი: პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგებზე დასავლეთში გავრცელებული ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს

198941_137527276315997_2345779_nპარტია „თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 33%-ის ფარგლებშია, ბაქრაძის – 18-ის, ბურჯანაძის კი -10%-ის ქვემოთაა.
„ეს ტყუილია და სამარცხვინო ნიშანი იმისა, რომ სურთ ხალხი წინასწარ შეაგუონ საპრეზიდენტო არჩევნების სწორედ ამ შედეგებს, რაც სრულიად საპირისპიროა დღეს არსებული რეალური პოლიტიკური სურათისა და იმ განწყობის, რაც არის საქართველოს მოსახლეობაში” – აცხადებს შაშიაშვილი.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის განწყობა რეგიონებში, ასევე დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ცხადყოფენ, რომ რეალური სურათი რადიკალურად განსხვავებულია.

„ამ კვლევებით გარდაუვალია მეორე ტურის ჩატარება, რომელშიც გავლენ მარგველაშვილი და ბურჯანაძე, ხოლო „ნაცმოძრაობის” კანდიდატს ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს. არჩევნების შედეგების წინასწარ ასე დამახინჯებულად წარმოდგენა, სასურველის რეალობად წარმოჩენის ეს პრაქტიკა, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და წინასწარ დაანონსება დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებისათვის, მისაღები არჩევნების შედეგებისა” -აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

„თეთრების” ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი „სოციოლოგიური კვლევებით” ამომრჩევლით მანიპულირება ხდება, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოსთან.

„ყოველივე ეს კი აძლიერებს აზრს იმის შესახებ, რომ ხალხის ზურგს უკან ორი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება” და „ნაცმოძრაობა” ერთმანეთს შეუთანხმდენენ” – აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *