(sazogadoeba.ge)შაშიაშვილი წინასაარჩევნო გამოკითხვებს ეხმაურება

ghn„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარგველაშვილის რეიტინგი 33 პროცენტის ფარგლებშია, ბაქრაძის–18–ის,ბურჯანაძის–10–ს ქვემოთაა.

„ეს ტყუილია და სამარცხვინო ნიშანი იმისა, რომ ხალხი და მსოფლიო სურთ წინასწარ შეაგუონ საპრეზიდენტო არჩევნების სწორედ ამ შედეგებს, რაც სრულიად საპირისპიროა დღეს არსებული რეალური პოლიტიკური სურათისა და იმ განწყობის, რაც არის საქართველოს მოსახლეობაში. მოსახლეობის განწყობა რეგიონებში, თუნდაც გუშინ სპორტის სასახლეში გამართული შეკრება „სახალხო კრების“ კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო, პრაქტიკულად იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე დარბაზი იტევდა, ასევე, დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ცხადყოფენ რომ რეალური სურათი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც თავს გვახვევენ ე.წ. დასავლური ორგანიზაციები. ამ კვლევებით გარდაუვალია მეორე ტურის ჩატარება, რომელშიც გავლენ მარგველაშვილი და ბურჯანაძე, ხოლო ნაცმოძრაობის კანდიდატს ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს. არჩევნების შედეგების წინასწარ ასე დამახინჯებულად წარმოდგენა, სასურველის რეალობად წარმოჩენის ეს პრაქტიკა სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და წინასწარ დაანონსება დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებისათვის მისაღები არჩევნების შედეგებისა. „-აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *